FM97.5 / LIVE

2017 წელს ახალციხის თემში ,რეგიონული ფონდიდან’ ხუთი პროქტი დაფინანსდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.12.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2017 წელს 2 471 000 ლარს მიიღებს. აღნიშნულ თანხას, თვითმმართველობა სასმელის წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და სოფლებამდე მისასვლელი გზების მოასფლატებას მოახმარს.

2017 წელს ახალციხის თემში ,რეგიონული ფონდიდან’ ხუთი პროქტი დაფინანსდება
ახალციხის თემის საკრებულომ 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა მოიწონა. დეპუტატები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობასა და შესასრულებელ სამუშაოებს 19 დეკემბერს გაეცნენ.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანხა სოფლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

1.წყრუთი – ანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ( მონაკვეთი სოფელ ანის ცენტრამდე განისაზღვრა) – 755 000 ლარი;
2. ფერსა–გიორგიწმინდა – მუგარეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 608 000 ლარი;
3. ხეოთი– ურაველის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია– 393 000 ლარი;
4. ვალეში, მეგობრობის ქუჩის რეაბილიტაცია – 344 000 ლარი;
5. აწყურში სათავე–ნაგებობებისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები –371 000 ლარი;

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მრჩეველის, ნოდარ ბალახაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე ცენტრალური ბიუჯეტიდან ახალციხის თემისთვის 2 900 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა შემდეგ 2 471 000 ლარამდე შემცირდა.

,,აგვისტოში საკრებულოს სხდომაზე 8 პროექტი გვქონდა მოსაწონებლად გამოტანილი. მათი საერთო ღირებულება 2 მილიონ 900 ათასს შეადგენდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს თანხა შეგვიმცირდა. ეს იმან გამოიწვია, რომ აქამდე მხოლოდ ერთი, რეგიონში განსახორიცელებელი პროექტების ფონდი იყო, ახლა მას გამოეყო კიდევ ერთი–მთის ფონდი შესაბამისად თანხა განაწილდა“– განმარტა ნოდარ ბალახაშვილმა.

ახალციხის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, პროექტები, რომლებიც რეგიონული განვითრების ფონდის სახსრებით თავდაპირველად დაიგეგმა, განსახორიცელებელი არ დარჩება.

„მაღალმთიანობის მიმართულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან დაგვემატება დაახლოებით 500 – 600 ათასი ლარი და ის ყველა პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო შესრულდება“ – ამბობს ახალციხის გამგებელი.

გარდა აღნიშნულისა, ახალციხის გამგეობა დაფინანსებას მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც ელოდება.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, წარდგენილია დაახლოებით 3 მილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი– ,,ეს იქნება მსხვილი პროექტები დაახლოებით თითო მილიონის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების კორექტირება“– განმარტავენ თვითმმართველობაში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
2018 წელს, ახალციხის თემში, 3 მლნ–მდე ლარით,  9 პროექტი განხორციელდება
2018 წელს რეგიონული ფონდიდან ახალციხეში 10 პროექტი განხორციელდება
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
ახალციხე რეგფონდიდან 5 მლნ ლარს მიიღებს – რა გაკეთდება ამ ფულით
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში