FM97.5 / LIVE

ორი აფეთქება სტამბოლში - არიან დაშავებულებიც

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 11.12.2016
გუშინ,10 დეკემბერს სტამბოლში, დახლოებით 24:00 საათზე ორი აფეთქება მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულების რიცხვი 40-ს აღწევს.

ორი აფეთქება  სტამბოლში - არიან დაშავებულებიც
პირველი აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ მდებარე სტადიონ "ბეშიქტაშის" სიახლოვეს, ხოლო მეორე მაჩკას პარკთან მოხდა.

ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სტადიონის მახლობლად მანქანიდან ისროლეს.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით დამნაშავეების თავდასხმის ობიექტი პოლიციის ავტობუსი იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,მაჩკას პარკთან მომხდარი მეორე აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. აღნიშნულის შესახებ CNN Türk იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, რომელიც საფეხბურთო სტადიონის რაიონში მოხდა, დაშავებულთა რიცხვი 38-ს აღწევს.

თურქულენოვანი გამოცემა "ალ ჯაზირა" ინფორმაციას 15 დაღუპული პოლიციელის შესახებ ავრცელებს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სტამბოლში დღეს მომხდარ აფეთქებას თურქეთის ხელისუფლებამ უკვე უწოდა ტერორისტული აქტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით, გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00, ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

სამინისტროს ცნობით, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

MFA: თურქეთში დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
თურქეთში აფეთქებების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა
'საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას'- გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება
საგარეო უწყება: იტალიაში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას