FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.12.2016
დღეს, 4 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდება.

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, იოაკიმესა და ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული - მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.

სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.
ეკლესიაში წმინდა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემლის მამა) შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, ტაძრის იმ ადგილზე, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, წელიწადში ერთხელ.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ერთერთია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო მარიამობას აღნიშნავს