FM97.5 / LIVE

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.12.2016
პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ

პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთში, გრენობლის ბიზნეს სკოლაში მიიღო. არის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „ტონი ბლეარ ესოშიეითს“ უფროსი მრჩეველი, პროექტის ლიდერი.

მოადგილე - კახაბერ გულედანი - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მრეწველობის დაგეგმვის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს ეროვნული ბანკში, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მრჩევლის თანამდებობაზე, „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის მენეჯერად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

მოადგილე - გალაკტიონ ბუაძე - დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ სოლომონ პავლიაშვილი დაინიშნა
გარემოს დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი იქნება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩხეიძე დაინიშნა [R]
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
ახალციხეში რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა [R]