FM97.5 / LIVE

„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი ჰოსპიტალი გახსნა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 29.11.2016
დღეიდან სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა რეგიონიდან გაუსვლელად ყველა სახის სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი ჰოსპიტალი გახსნა [R]
დღეს, 29 ნოემბერს ახალციხესა და ასპინძაში განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობების, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, არასამთავარობო სექტორისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგნლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო ცენტრები ახალციხესა და ასპინძაში მომხმარებელს ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული სამედიცინო ინვენტარითა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით მოემსახურება.

„ყველა ტიპის კვლევას უზრუნველყოფს ჩვენი ჰოსპიტალი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი კომპიუტერული ტომოგრაფიაა. თუ აქამდე მძიმე პაცინეტები რეგიონიდან გადიოდნენ, ახლა მათ მომსახურებას ახალციხის ჰოსპიტალი გაუწევთ“, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერი ვასილ ბალახაშვილი.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონის ყველაზე დიდი მულტიმედიური სამედიცინო ცენტრია და მოსახლეობას როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ, პედიატრიულ და გინეკოოგიურ სერვისებს შესთავაზებს. ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი და აქ ყოველწლიურად სამედიცინო მომსახურებას 38 000–ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

„ახალციხის ჰოსპიტალში დაემატა ისეთი სერვისები, როგორიცაა ტრავმატოლოგია, გეგმიური კარდიოლოგია, ეხოკარდიოსკოპია. მომავალში დავამატებთ, ანგიოქირურგიას, და ნეიროქირურგიას“, – აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ელდარ ალიევი.

მისი თქმით, განახლებულ ჰოსპიტალს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება: „გვყავს მოწვეული კადრები რეანიმაციაში, ტრავმატოლოგიაში. თუმცა, აქცენტს ადგილობრივ კადრებზე გვაკეთებთ. მათი გადამზადება მუდმივად მიმდინარე პროცესია“.

„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი ჰოსპიტალი გახსნა [R]

ამ დროისთივს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს 200–ზე მეტი პერსონალი ემსახურება. ალიევი ამბობს, რომ მათი სამედიცინო დაწესებულება რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ახალციხისა და ასპინძის რეფერალური ჰოსპიტალების გახსნით რეგიონში კლინიკების რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მინდიაშვილი ამბობს, კომპანიას სამცხე–ჯავახეთში კლინიკების რეაბილიტაცია 12 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. აქედან 6 მილიონი ლარი მხოლოდ ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის განახლებას მოხმარდა.

„თუ აქამდე რეგიონიდან გადიოდნენ მაგალითად ტრავმატოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტები, ახლა ასე აღარ იქნება. სამცხე–ჯავახეთში ბევრი ახალი სერვისი ამოქმედდა“, – ამბობს მინდიაშვილი.

რეგიონისთივს განახლებული სამედიცინო ცენტრების მნიშვნელობაზე საუბრობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც. მისი თქმით, ის რომ ადგილობრივ მოსახლეობას ყველა სერვისის მიღება რეგიონიდან გასუვლელად მოუხდება, მნიშნველოვანი ფაქტორია: „აქამდე თბილისის ან გორის ჰოსპიტალში მიდიოდნენ, ამის შემდეგ ასეთი პრობლემები აღარ იქნება“.

„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი ჰოსპიტალი გახსნა [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი სამედიცინო მენეჯერი ჰყავს
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო [R]
'სამედიცინო კორპორაცია ევექსი' ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უერთდება [R]
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თირკმელზე უფასოდ გამოგიკვლევენ [R]
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ეყოლება