FM97.5 / LIVE

რეგიონების ფონდიდან გადარიცხული თანხებით ახალციხე მეორე ადგილზეა

მთავარიეკონომიკა 06.02.2013
2012 წელს, 9 თვის განმავლობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სიდიდით მეორე თანხა, 29 900 000 ლარი გადაერიცხა

რეგიონების ფონდიდან გადარიცხული თანხებით ახალციხე მეორე ადგილზეა
’რაბათის უბნის’ რეაბილიტაცია 2012წლის მსხვილ პროექტებში მე-2 ადგილზეა

ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა (IDFI) აქვეყნებს. IDFI-ს კვლევაში, ”რეგიონებში განხორციელებული სპეციალური ტრანსფერები წინა საარჩევნო პერიოდში”, რომელიც ”ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით” მომზადდა, ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხის გადარიცხვა ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილის (რაბათის უბანი) სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებითაა განპირობებული.
რეგიონების ფონდიდან გადარიცხული თანხებით ახალციხე მეორე ადგილზეა
- ”რაბათის უბნის რეაბილიტაციისთვის თანხები გამოიყო საქართველოს მთავრობის N15, 04.01.12 (23 000 000 ლარი) და N1310, 06.07.12 ( 5 500 000 ლარი) განკარგულებებით. საწყის ეტაპზე N15, 04.01.12 განკარგულებით გამოიყო, 9 000 000 ლარი, რომელიც როგორც ჩანს შემდგომი ცვლილებებით 23 000 000 ლარამდე გაიზარდა”, - ნათქვამია კვლევაში.

დეტალურ ხარჯთაღრიცხვა, რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა, შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში, რომელიც IDFI-მ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიიღო.

რეგიონების ფონდიდან გადარიცხული თანხებით ახალციხე მეორე ადგილზეასაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის სიდიდით ახალციხეს ბათუმი უსწრებს. 2012 წლის 9 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი თანხა (40 000 000 ლარი) გამოიყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის N660 განკარგულებით, რომელიც უკავშირდება „Batumi Tawer“- ის მშენებლობის პროექტის ნაწილობრივ დაფინანსებას.

- ”2012 წლის 9 თვის განმავლობაში ხსენებული პროექტების დაფინანსებაზე გაცემული მთავრობის განკარგულებები ეტაპობრივად განიცდიდა ცვლილებებს. მთავრობის განკარგულების თარიღისა და ნომრის ცვლილების გარეშე ხდებოდა განკარგულებაში გამოყოფილი თანხის ზრდა, რაც გაუგებარს ხდიდა კონკრეტული თარიღით და ნომერით გამოცემული განკარგულებით რა თანხის გამოყოფა მოხდა მთავრობის მიერ”, - ნათქვამია კვლევაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე  რეგფონდიდან  6 300 000 ლარს მიიღებს
1,4 მლნ ლარი 5 პროექტისთვის – რა კეთდება მთის განვითარების ფონდიდან სამცხე–ჯავახეთში
1.834.991 ლარი ახალციხის 11 ქუჩის რეაბილიტაციისთვის
რეგფონდიდან ახალციხეს 262 502 ლარი დაემატა
2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
ახალციხეში ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება