FM97.5 / LIVE

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.10.2016
27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება. საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზური მეორე სახელმწიფო ენაა.

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მსოფლიოში 6500-ზე მეტ ენას ასახელებენ, რომელთა უმრავლესობაც, იუნესკოს მონაცემებით, გაქრობა ემუქრება, მათ შორის 2011 წლიდან სამწუხაროდ აფხაზური ენაც აღმოჩნდა.

"საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ყველა ენის, მათ შორის აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების და პოპულარიზაციის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად მრავალი შემაფერხებელი გარემოებისა, ვფიქრობ, უფრო მეტი კონკრეტული აქტივობების განხორციელება არის შესაძლებელი აფხაზური ენის გადარჩენა-განვითარებისთვის. სასურველია, აფხაზებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში და იმ ტერიტორიებზე სადაც ასეთი მოთხოვნა იქნება, ხელი შეეწყოს აფხაზური ენის სწავლებას, ასევე განხორციელდეს სხვადასხვა სახის პროგრამები აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზებისთვის", – ნათქვამია სახალხო დამცველის დრევანდელ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდს სამუშაო ენებს აფხაზური ენაც დაემატა და ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა რეგულარულად უკვე აფხაზურ ენაზეც გაშუქდება: „იმედი გვაქვს, ჩვენი აქტივობით გარკვეულ წვლილს შევიტანთ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების საქმეში“.

საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე ასევე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - აფხაზური ენის დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა, მივულოცო ეს დღე არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში
საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება
ბორჯომში ‘აფხაზეთის დღეები’ გაიმართება
ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
ჭელას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სტუმრობენ
სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის
საქართველოს სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს