FM97.5 / LIVE
კითხვა–პასუხი ქონების პრივატიზების შესახებ [R]

კითხვა–პასუხი ქონების პრივატიზების შესახებ [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 28.09.2016
რა ფორმით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება; რას ნიშნავს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება; რა დოკუმენტებია წარმოსადგენი დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონზე შესაძენად – ნახეთ პასუხები ამ და სხვა კითხვებზე.

კითხვა–პასუხი ქონების პრივატიზების შესახებ [R]

1. კითხვა: რა ფორმით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება?

პასუხი: "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია:
1. აუქციონი
2. პირდაპირი მიყიდვა: პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ან იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის გზით.

2. კითხვა: რას ნიშნავს აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება?
პასუხი: აუქციონზე ქონების განკარგვა წარმოადგენს ქონების გასხვისების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას, რომლის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა ხორციელდება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის მეშვებით, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტ გვერდზე: www.privatization.ge და ვებ-გვერდზე www.eauction.ge რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

3. კითხვა: რა დოკუმენტებია წარმოსადგენი დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონზე შესაძენად?

პასუხი: დაინტერესებულმა პირმა განცხადებაში უნდა აღნიშნოს მის დაინტერესებაში არსებული ქონების ზუსტი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და წარმოადგინოს აზომვითი ნახაზი.

იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში, დაინტერესებული პირები ვალდებულნი არიან დაამზადონ და სამინისტროს წარმოუდგინონ მიწის (მიწების) ნაკვეთის დეტალური აზომვითი საკადასტრო ნახაზი (ნახაზები) და მათ მიერ მოკვლეული ინფორმაცია მიწის კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე.

4. კითხვა: რა ფორმით და როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა პირმა აუქციონში მონაწილეობა ? რა დროს ნახევრდება ქონების საწყისი ფასი აუქციონის განმეორებითი გამოცხადების შემთხვევაში?

სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, როცა მისი შემძენი შესაძლებელია იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული აქვს კერძო სამართლის იურიდიული პირი. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ რეგისტრაციასთან და კონკრეტულ ლოტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია.

თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

5. კითხვა: რა ვადაში უნდა იქნას გადახდილი აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქონების სრული საპრივატიზებო საფასური და რა ვადაში ახდენს სამინისტრო აუქციონში გამარჯვებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას?

პასუხი: ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს იმ ვადაში, რომელიც მითითებულია კონკრეტულ საპრივატიზებო ლოტზე.

აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას - შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში.

კითხვა–პასუხი ქონების პრივატიზების შესახებ [R] რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.კითხვა–პასუხი ქონების პრივატიზების შესახებ [R]
[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
პრივატიზების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური წესი ამოქმედდება
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
 საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი [R]

აბასთუმანში აუქციონზე სახელმწიფო კიდევ ერთ ნაკვეთს ჰყიდის
სახელმწიფომ სამცხე–ჯავახეთიდან აუქციონზე 15 ობიექტი გაიტანა
ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება