FM97.5 / LIVE

რთველი კახეთში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 26.09.2016
საქართველოს მევენახეობის მთავარ რეგიონში, კახეთში უახლოეს დღეებში რთველი აქტიურ ფაზაში შევა. აგვისტოს ბოლოს, ყურძნის კრეფა ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. დღეისათვის, რთველის პროცესში ფაქტობრივად კახეთის მთელი რეგიონია ჩართული.

რთველი კახეთში [R]
რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, თელავში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, სადაც სრულად მობილიზებულია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსი. შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია, მათგან 30-ზე მეტი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მინისტრს ყურძნის გადამუშავების სტატისტიკა გააცნო. ლევან დავითაშვილმა და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ღვინის საწარმოებიც დაათვალიერეს და ყურძნის გადამუშავების პროცეს სადგილზე გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, რთველი ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნება.

„ისტორიულად რთველი ზეიმთან ასოცირდებოდა.იმედი გვაქვს, წლევანდელი რთველი ორგანიზებულად, წარმატებულად წარიმართება და მევენახეებს ნამდვილად საზეიმო განწყობა ექნებათ. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი უახლოვდება ძალიან აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს. ამისთვის სრულ მზადყოფნაშია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია ტექნიკური საშუალებები და ვფიქრობ, წლევანდელი რთველი შეუფერხებლად წარიმართება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კახეთის რეგიონში წელსაც უხვ მოსავალს, სავარაუდოდ 200 ათას ტონამდეელოდებიან. აქედან 134,3 ათას ტონამდე რქაწითელი იქნება, 54,4 ათას ტონამდე საფერავი და 4 ათას ტონამდე კახური მწვანე.

13 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,4 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღ-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15,2 მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 123 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 34 ღვინის კომპანია, მათ შორის 8 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
რთველის პროცესში აქტიურად არის ჩართული „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვა.

„ჩვენმა ქარხანამ ყურძნის ჩაბარება 29 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის მიღებული გვაქვს 1900 ტონა. აქედან 1300 ტონა საფერავი, 600 ტონა რქაწითელი. მთლიანობაში ვგეგმავთ 5 ათასი წითელი, დაახლოებით 1000 ტონა თეთრი და 9 ათას ტონა საბრენდე ყურძნის გადამუშავებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გლეხი არ დავაყობნოთ რიგში“ - აღნიშნა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარმა მეღვინემ ლევან ყანჩაველმა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, გასული წლების მსგავსად, მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

„რთველი ფაქტობრივად დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია. სიღნაღში დაკრეფილია და საღვინე მიმართულებით გადამუშავებულია მოსავლის დიდი ნაწილი. ყურძენი სიმწიფეში შედის კახეთის დანარჩენ ზონებში. კერძო ღვინის ქარხნები ელოდება ყურძნის დამწიფებას დამზადაა მიღება-გადასამუშავებლად. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაშია ყურძნის მისაღებად. გასული წლის მსგავსად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებითა და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით:კახეთის რეგიონში: • 1 კგ. რქაწითელი- 45 თეთრი; 1 კგ. კახური მწვანე - 45 თეთრი; • 1 კგ. საფერავზე - 20 თეთრი;გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
საქართველოს ხელისუფლებამ, 2013 წლიდან კახეთის რეგიონში განახორციელა წარმატებული პროგრამები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი რთველია.

2013-2014-2015 წლებში კახეთის რეგიონის მოსახლეობამ, ღვინის საწარმოებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით 400 მლნ-მდე ლარი მიიღო.

გასული წლების მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge, www.rtveli2016.gov.ge შეეძლება.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველი კახეთში [R]

რთველი კახეთში [R]


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის [R]
ლევან დავითაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო [R]
რთველის მიმდინარეობა კახეთში [R]
კახეთში 50  ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა [R]
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა [R]
რთველის მიმდინარეობა 12.09.2016 [R]
კახეთში ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა [R]