FM97.5 / LIVE

რთველის მიმდინარეობა კახეთში [R]

მთავარირეკლამა 19.09.2016
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად გრძელდება. 18 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა 37,8 ათასზე მეტი ტონა ყურძენი.

რთველის მიმდინარეობა კახეთში [R]
აქედან 17,3 ათასი ტონა რქაწითელი, 17 ათასი ტონა საფერავი, 1,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 32,4 მლნ-მდე ლარი მიიღეს.

განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი და 5 198 ტონას მიაღწია. კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 13,4 ათასი ტონა, ყვარელი - 9,3 ათასი ტონა, თელავი - 6,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 486 ტონა, საგარეჯო - 430 ტონა და ახმეტა - 234 ტონა.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 138 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 56 ღვინის კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:

კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი;

საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic .

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახეთში 50  ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა [R]
კახეთში ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა [R]
რთველის მიმდინარეობა [R]
რთველის მიმდინარეობა კახეთში 25 სექტემბრის მდგომარეობით [R]
რთველის მიმდინარეობა 12.09.2016 [R]
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა [R]
ლევან დავითაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო [R]