FM97.5 / LIVE

კომპენსაცია ფართის ნაცვლად – მაზმიშვილის საქმე, ახალი დეტალები

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 24.09.2016
ელგუჯა მაზმიშვილის საქმეზე, შსს-ა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ისევ მორიგება მიმდინარეობს, ამ მიზეზით სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.

კომპენსაცია ფართის ნაცვლად – მაზმიშვილის საქმე, ახალი დეტალები

მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილისათვის ალტერნატიული ფართის გადაცემის საქმეზე, 21 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა ისევ გადაიდო.

ამჯერადაც სხდომის გადადების მიზეზი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მორიგება გახდა.
როგორც ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, შესაძლოა ელგუჯა მაზმიშვილს ალტერნატიული ფართის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპენსაცია გადსცეს.

„ტბის ტერიტორიაზე, ის ფართი,რომელიც მაზმიშვილისთვის უნდა მიეცათ, მერიის ბალანსზე არ ყოფილა, ამიტომ ახლა თანხაზე რიგდებიან“, -გვითხრა სამარჯიშვილმა.

კომპენსაციას მიიღებს თუ ალტერნატიულ ფართს მაზმიშვილ 12 ოქტომბერს შეიტყობს, როდესაც შსს და ეკონომიკის სამინისტრო საბოლოოდ მორიგდებიან და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ელგუჯა მაზმიშვილი ოთხ უწყებას: ეკონომიკის სამინისტროს, საჯაროო რეესტრს, შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს ედავება. სარჩელის მიხედვით, მაზმიშვილი მათგან 2010 წელს შსს-ს მიერ, 19 კვადრატული მეტრი ფართის რეგისტრაციის გაუქმებასა და საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.

საქმე ეხება, ახალციხეში, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიას, სადც ახლა საბავშო ატრაქციონია განლაგებული. ელგუჯა მაზმიშვილი ამბობს, რომ ეს ტერიტორია მის საკუთრებაში იყო და ყოფილმა ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
მაზმიშვილს ფართი უკვე გამოუყეს, თუმცა საქმე მაინც ვერ დასრულდა
ელგუჯა მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო
ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა
რამ მოაგონა მოსამართლე ლონდარიძეს 'ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის მორიგება'
ერთწლიანი დავის შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილს  ფართს გადასცემენ
ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს ახლა მერიისგან ელოდება