FM97.5 / LIVE

15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.02.2017
15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებს.

15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კიდევ ერთი აქცია დაიწყო. პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს მოქალაქეთა შემდეგი კატეგორია:

• რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
• რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი);
• მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები;
• რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები;
• მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე;


აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.

სამინისტროს ცნობით, იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის პირადობის მოწმობების გაცემის უფასო აქცია გუშინ დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, უკვე 554-მა პირმა ისარგებლა აქციით. იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ 31 ოქტომბრამდე მოქალაქეები იაქტიურებენ და უსაბუთო პირები მომდევნო არჩევნებისთვის აღარ იქნებიან.

"იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია", – აცხადებენ უწყებაში.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირადობის მოწმობა ორი თვე უფასოდ გაიცემა
1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება
მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
ორი თვის განმავლობაში ID ბარათები უფასოდ გაიცემა
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ
  პირადობის მოწმობა ერთი თვე უფასოდ გაიცემა