FM97.5 / LIVE

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი III]

მთავარიარჩევნები, მე ვირჩევ 16.09.2016
ვინ არიან, საიდან მოდიან, რა მიმართულება და აქცენტები აქვთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, შედარებით მაღალი რეიტინგის მქონე, პოლიტიკურ პარტიებს.

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი III]

N27 „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი III]„თავისუფალი დემოკრატების“ ისტორია 2007 წლის 7 ნოემბერს იწყება. პოლიტიკური გუნდი კი 2009 წლის 16 თებერვალს დაფუძნდა. ირაკლი ალასანიასა და ლევან მიქელაძესთან ერთად მის შემადგენლობაში შევიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მოკლე პერიოდში თანამდებობიდან წასული ელჩები - ვიქტორ დოლიძე და ალექსი პეტრიაშვილი, განათლების სფეროდან – ნინო გოგუაძე, იურისტი – ზურაბ აბაშიძე, იურისტი და უფლებადამცველი – შალვა შავგულიძე, ექიმი და ბიზნესმენი – დიმიტრი ტვილდიანი და აფხაზეთიდან დევნილი – გია ჩიქოვანი.

25 თებერვალს გუნდმა პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ და ”რესპუბლიკურ პარტიასთან” ერთად პოლიტიკური გაერთიანება ”ალიანსი საქართველოსთვის” შექმნა. 16 ივლისს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა დააარსა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.

2011 წლის ოქტომბრიდან პარტიამ თანამშრომლობა დაიწყო ბიძინა ივანიშვილთან. 2012 წლის 21 თებერვალს ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ”თავისუფალმა დემოკრატებმა” მთავრობაში მინისტრის ოთხი თანამდებობა დაიკავეს.

2014 წლის 4 ნოემბერს, „კაბელების“ საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლეს. თანამდებობები დატოვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ კი კოალიციური უმრავლესობიდან გამოვიდა.

პარტიას ერთ–ერთ პრიორიტეტად მიაჩნია ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.

„თავისუფალი დემოკრატების“ პრიორიტეტია განათლების მაღალი ხარისხი, ჯანდაცვა და სოციალური სფერო, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის გაძლიერება და არჩევანის თავისუფლება.

პარტია საარჩევნო პროგრამაში ძირითად აქცენტს ეკონომიკურ წინსვლასა და სოციალურ მიმართულებაზე აკეთებს. „თავისუფალი დემოკრატების“ მთავრობის პირობებში საარსებო მინიმუმი 250 ლარი იქნება, პენსია 300 ლარი, მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 20 %-ით გაიზრდება. მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი.“თავისუფალი დემოკრატები“ სოციალურ ხარჯებს 4 მილიარდამდე გაზრდიან.
2016-2020 წლების ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტებია: პირველადი ჯანდაცვის ხარისხის ამღლება, სოფლად სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მედიკამენტების ფასების შემცირება და სამედიცინო განათლების-ექთნების კორპუსის გაძლიერება.

პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ვეტერანების პრობლემატიკას მნიშვნელოვან ნაწილს უთმობს. იღებენ ვალდებულებას, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნება ვეტერანების საქმეების პოლიტიკის განმსაზღვრავი მუდმივმოქმედი კომიტეტი ან ქვეკომიტეტი.

N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი III] პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა.
ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია „რესპუბლიკურ პარტიასთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“, „ეროვნულ ფორუმთან“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან“ ერთად.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა. მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი კოალიცია დაიშალა და პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს.

პარტიის მიზნებია საშინაო პოლიტიკაში: სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში: ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანებას ესწრაფვის.

პარტია არის მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანება, რომლის მიზანია მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში მონაწილეობა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პირველი თავი დემოკრატიასა და სამართალს ეძღვნება. პარტია პირობას დებს, რომ დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს.

მეორე მთავარი აქცენტი საგარეო ურთიერთობები და ამ მიმართულებით ქვეყნის უსაფრთხოებაა. როგორც სამოქმედო გეგმაში წერია, ამისთვის პარტია გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას, ასევე, მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში.

სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად „ოცნება“ გეგმავს ხელსაყრელი გარემო შექმნას, როგორც შიდა, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც გულისხმობს ინვესტიციების დაცულობას, სტაბილურ და პროგნოზირებად ბიზნეს გარემოს შექმნას.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, პარტია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების ამოქმედებას აპირებს. ასევე გეგმავს გაატაროს საპენსიო და ჯანმრთელობის დაცვის რეფორმა, დაეხმაროს უმწეო მდგომარეობაში მყოფებს.

რაც შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა წახალისდეს ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც ინარჩუნებს „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კონფლიქტების ტრანსფორმაციისაკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებისათვის გადამწყვეტი იქნება პრინციპულ საკითხებზე შიდაეროვნული თანხმობა.

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ განათლებაში ამ დროისთვის არსებული დაფინანსება მცირეა. განათლების სისტემა კი უკიდურესად ცენტრალიზებული. სამომავლოდ მმართველი პარტია ამ მიმართულებებით მუშაობას გეგმავს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]

პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი III]პოლიტიკური სუბიექტების განაცხადები [ნაწილი III]
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის  სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცნობილია რომელმა პარტიებმა მიმართეს ცესკოს რეგისტრაციისთვის
'თავისუფალი დემოკრატები' თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა