FM97.5 / LIVE

ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 12.09.2016
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა.

ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან [R]

(Lisa Granik, Kyle Eberle, Giancarlo Luiggi, Carolyn Beaty, Aaron Zebrook, Amber Rill, Tristan Prat-Vincent, Bruno Almeida, Isabella Fitzgerald, Barbara Haimes).

ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ქართლსა და კახეთში: "გოცას ღვინოები", "ალავერდის მონასტრის მარანი", „დანიელის მეღვინეობა”, „შალაურის ღვინის მარანი“, "თელავის ღვინის მარანი", "შუხმან ვაინს ჯორჯია", „შუმი“, "თელედა", „ჩვენი ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „ნიკა ბახიას მარანი“, „ჩელთი“, „თელიანი ველი“, "ლაგვინარი", "შატო მუხრანი", "თბილღვინო", „ვინოტელი“ და „ბაგრატიონი 1882“, სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელის, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არაერთი ღვინის ტურით ეწვია საქართველოს - ლიზა გრანიკის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.

„ქართული ღვინოები ყოველ წელს იცვლება, რაც ბევრ მწარმეობელთან ჩანს. მათ აქვთ სურვილი, რომ დაამზადონ მსოფლიოს დონის, მაღალი ხარისხის ღვინოები. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია. ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული, ხარისხის სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს. მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში“ “ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის წარდგენას ამერიკელი ღვინის პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

„ზოგადად, აშშ-ს ბაზარი რთულია ბაზარია, რადგან ამერიკელი მომხმარებელი მომთხოვნია ხარისხის მიმართ, მომთხოვნია სახელის მიმართ. ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე ჯერ, სამწუხაროდ, მაღალი არ არის, თუმცა ყოველწლიურად მატულობს სწორედ ასეთი პროფესიონალების ვიზიტების და იმ აქტივობების შედეგად, რომელსაც ამ ბაზარზე ვახორციელებთ. ახლაც პროფესიონალები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს და ის შთაბეჭდილება, რომელიც მათ შეექმნებათ, აბსოლუტურდ განსხვავებული იქნება იმისგან, რაც შეიძლება მათ წაიკითხონ სადმე ან ნახონ სხვაგან“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში გამართული დეგუსტაციებისა, საქართველოში ღვინის პროფესიონალების მოწვევით და სხვა აქტივობებით, ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ კამპნიას ახორციელებს, რაც უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 172 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან [R]

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
 ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა [R]
ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგსა და შანხაიში [R]
ქართული ღვინის წარდგენა ტალინსა და რიგაში [R]
ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [R]