21.09.2020 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, ქართული წიგნების მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო.
21.09.2020 - დღეს, 21 სექტემბერს სომხეთში დამოუკიდებლობის 29-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1991 წელის 21 სექტემბერს, რეფერენდუმის შედეგად, სომხეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს – ქვეყანამ დამოუკიდებლობის გზა აირჩია.
21.09.2020 - მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.

20.09.2020 - ისინი ერთ ღამეში გაასახლეს. მუდამ ცდილობდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, დაბრუნდნენ, თუმცა, გაუცხოებულმა ქვეყანამ არ მიიღო, მშობლიურ მიწას ვერ შეელიენ და მაინც დარჩნენ. რეპატრირებული მუსლიმი მესხების მეოთხე თაობის წარმომადგენელი ბაბუისა და დედისგან განსხვავებით ახლა ამბობს რომ – „მე მიმიღეს“.
19.09.2020 - ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, თბილისში, გლდანის მერვე საპყრობილეში ნინოწმინდელი პატიმარი, ციხის ადმინისტრაციას ცემაში ადანაშაულებს, მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
19.09.2020 - ცენტრი დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ბაზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ.
18.09.2020 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში, შაბათს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც. სინოპტიკოსების ვარაუდით კვირას გამოიდარებს.
18.09.2020 - დღეს, 18 სექტემბერს, ახალქალაქის მერიასთან, სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა, ისინი საძოვრებისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
18.09.2020 - ნინოწმინდის მერიაში შვიდ ვაკანტურ ადგილზე 30 განაცხადი შევიდა, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე რეზიუმეებს განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დასახელდება კონკურსში გამარჯვებულები.
18.09.2020 - უკრაინაში მცხოვრები, ახალციხელი სპორტსმენი, გიორგი აკოშვილი, შერეულ ორთაბრძოლებში უკრაინის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს.
18.09.2020 - სტუდენტები, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში არსებული სომხეთის საელჩო ავრცელებს.
18.09.2020 - ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ისე დასრულდა, რომ სასტუმროების მეპატრონეებმა ვერც დამსვენებლები მიიღეს და ვერც ბანკებიდან აღებული სესხები დაფარეს. აქაურებს არც იმის იმედი აქვთ, რომ დაბაში ზამთრის სეზონი მაინც იქნება მომგებიანი და ადგილობრივ ან უცხოელ დამსვენებელს უმასპინძლებენ.
18.09.2020 - ებრაული კალენდრის მიხედვით, 18-20 სექტემბერს ებრაელი ხალხი ახალ წელს - როშ ჰაშანას აღნიშნავს. ათვლა დაიწყო 5781-მა წელმა.
18.09.2020 - შესაკეთებელი და განსაახლებელი 27 სკოლა, მასწავლებლების ძიება – 100 წლის წინანდელი ამბები.
17.09.2020 - ქალების შესაძლებლობების გაზრდა მეკარტოფილეობაში, მათი დაბრკოლებები, წარმატებული მაგალითები და საერთაშორისო გამოცდილება - ამის შესახებ ახალციხეში ფერმერებსა და ფერმერობის მსურველებს ორ დღიან ტრენინგს უტარებენ.
17.09.2020 - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა, პანდემიის პერიოდში, ფულადი დახმარება კორუფციული მეთოდებით მიიღეს. მისი თქმით, კორუფციულ სქემაში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეც მონაწილეობდა. თავად ზურა ხაჩიძე, ვაშაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს.
17.09.2020 - რომელი რელიგიური ორგანიზაციები დააფინანსა 2020 წლის განმავლობაში და რა რაოდენობის თანხით, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას უკვე თვეზე მეტია ელოდება. თვითმმართველობას კანონით განსაზღვრული ყველანაირი ვადა ამოეწურა, თუმცა რა მიზეზით არ გასცემენ ინფორმაციას, უცნობია. იურისტების განმარტებით, ადიგენის მერიამ კანონი დაარღვია და ეს ქმედება გასაჩივრებას ექვემდებარება.
17.09.2020 - ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, wizzair-ი ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
17.09.2020 - "ქართული ოცნების" დეპუტატი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. დოკუმენტების დალუქვის და გატანის ამსახველ კადრებს მკოიანი ავრცელებს.
17.09.2020 - რეგიონული ლიგის დებიუტანტმა, ახალციხის საფეხბურთო კლუბ „სამცხემ“ ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით მეოთხე ადგილზეა.