23.07.2020 - საპარლამენტო არჩევნებში ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში, „ოცნებიდან“ გამარჯვებისთვის ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი იბრძოლებს, „ნაციონალებიდან“ კი ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ორივე კანდიდატი სოფელ უდიდანაა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ „ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირა.
21.07.2020 - ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც „ოცნების“ რიგებიდან სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გაავრცელა. მან პარტიის ლიდერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეგიონის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს.
21.07.2020 - მოქმედი პარლამენტარი და „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოწმინდასა და ახალქალაქში სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, პარლამენტის სხდომებზე სიტყვით ვერ გამოდის, მაგრამ ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემები საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანოს. მისი თქმით, ასე გააგრძელებს გამარჯვების შემთხვევაშიც.
20.07.2020 - ასპინძის ფოლკლორული ანსამბლ „წუნდას“ ჩასაწერად ჩასულ გიორგი უშიკიშვილს ანსამბლის წევრებმა უარი უთხრეს. უშიკიშვილი ეჭვობს, რომ ისინი ადგილობრივმა თვითმმართველობამ „დააშინა“ და მასთან ურთიერთობა აუკრძალა. თავად მომღერლები ამბობენ, რომ ჩაწერისთვის მზად არ იყვნენ.
20.07.2020 - დღეს, 20 ივლისს, “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალია.
20.07.2020 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი იქნებიან.
19.07.2020 - ,,სამხრეთის კარიბჭის" წყაროზე დაყრდნობით ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში, ანტონ ობოლაშვილი იქნება.
18.07.2020 - პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა, რომ მაჟორიტარობაზე არ უფიქრია.

17.07.2020 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ დეპუტატად ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სავარაუდოდ სამველ მანუკიანს დაასახელებს.
17.07.2020 - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს.
17.07.2020 - დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა კომიტეტს განცხადებით დღეს, 17 ივლისს მიმართა.
17.07.2020 - ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. შვიდ წელში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 მათგანი „ფარვანამ“ ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან გააფორმა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.
16.07.2020 - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. გასულ ღამეს საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა.
14.07.2020 - სომხური და აზერბაიჯანული სააგენტოების ინფორმაციით, 13-14 ივლისს ღამით შეიარაღებული დაპირისპირება გაგრძელდა. დაღუპულია სომხეთის მხრიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო აზერბაიჯანიდან - შვიდი.
13.07.2020 - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო.
13.07.2020 - 12 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს. იგი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს.
03.07.2020 - ახალციხის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა მიქელაძესთან საპროცესო გაფორმდა. მას 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა და სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს გამამტყუნებელი განაჩენი ახალციხეში მიწის დაკანონების საქმეზე გამოუტანეს.
01.07.2020 - „სამხრეთის კარიბჭე“ უკვე გიყვებოდათ იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ქართუ ბანკს ერთ ნაკვეთში 14-ჯერ დიდი მიწა გაუცვალა. როგორ შეაფასა სახელწიფომ გაცემული და მიღებული ქონება - ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ „ქართუსთვის“ მიცემული 49 255 კვ.მ მხოლოდ 108 ათასი ლარით მეტი ღირს, ვიდრე „ქართუს“ მიერ სახელმწიფოსთვის დათმობილი 3 445 კვადრატი.
01.07.2020 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალციხის მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიდნენ. ამ ეტაპზე, აუდიტორები ადგილზე, მუნიციპალიტეტში მუშაობენ.
01.07.2020 - „ლელოს“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ვანო მერაბიშვილის წარდგენა შეცდომა იყო, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერენ და კანდიდატს თავადაც წარადგენენ.