FM97.5 / LIVE

‘სხდომებზე სიტყვით ვერ გამოვალ, მაგრამ პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ’ – სამველ მანუკიანი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.07.2020
მოქმედი პარლამენტარი და „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოწმინდასა და ახალქალაქში სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, პარლამენტის სხდომებზე სიტყვით ვერ გამოდის, მაგრამ ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემები საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანოს. მისი თქმით, ასე გააგრძელებს გამარჯვების შემთხვევაშიც.

‘სხდომებზე სიტყვით ვერ გამოვალ, მაგრამ პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ’ – სამველ მანუკიანი

სამველ მანუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 20 ივლისს დაასახელა, იგი საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის დეპუტატია, და საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით 2016 წელს შევიდა.

ამბობს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, პარლამენტში სიტყვით არ გამოდის, თუმცა ცდილობს მის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

„პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტრიბუნასთან არ ვყოფილვარ აქტიური და ვერც ვიქნები, რადგან სახელმწიფო ენაზე საუბარი მიჭირს. არ მინდა, რომ დამცინონ. პარლამენტში 150 დეპუტატი ზის. უკვე თვეებია ვსწავლობ ქართულს და პერსპექტივა მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ სიტყვით გამოვიდე“, - ამბობს სამველ მანუკიანი.

იგი ამბობს, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა და მოსახლეობა სამუშაოდ წასვლას ვეღარ ახერხებს.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში მე ჩემი მოვალეობები შევასრულე. პრობლემები ბევრია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ხალხს გავაგებინოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენს გვერდით დგას და ჩვენც უნდა დავეხმაროთ სახელმწიფოს ჩვენი პრობლემების მოგვარებაში. ვფიქრობ, რომ მოვიდა ის დრო, როდესაც შეგვიძლია პოლიტიკაში ახალი ძალები შევიყვანოთ“, – ამბობს მანუკიანი.

მანუკიანს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს: „თუ ამირჩევენ ვიმუშავებ გულწრფელად, დემოკრატიულად, თითოეული ადამიანის ხმას მივიტან ხელმძღვანელობამდე. არ ვიცი კონკურენტი ვინ მეყოლება, მაგრამ ვიცი, რომ ჩავატარებთ ძალიან სამართლიან არჩევნებს, ვინც მოიგებს, მოიგებს“, - ამბობს სამველ მანუკიანი.

სამველ მანუკიანი დაიბადა 1976 წლის 6 ნოემბერს. დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი სპეციალობით სამოქალაქო შრომის სამართალი. 2009–2016 წლებში იყო შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი, 1997–2008 წლებში ფლობდა საწარმოს „სამველ მანუკიანი“ .

2017 წლიდან არის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ და აგრარულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 45 ათასი ლარი.

ამ ეტაპზე [21 ივლისი] „ქართული ოცნების“ გარდა კანდიდატი ოფიციალურად არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ჰყავს დასახელებული.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო არჩევნებში ‘ოცნების’ მაჟორიტარად ჯავახეთში სამველ მანუკიანი მოიაზრება

ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან
'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე
ახალქალაქში სავარაუდოდ ‘ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატს სცემეს
ვინ არიან ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ