24.07.2019 - ასპინძაში, ხვილიშას უბნის მცხოვრებლებისთვის, სარწყავი წყლით სარგებლობისას გადასახადის ოდენობა განისაზღვრა. გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხედომაზე მიიღეს.
23.07.2019 - ასპინძის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 44 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის, 24 სოფლის მხარდაჭერის პროექტია.სოფლის მხარდაჭერის პროექტების გამოკლებით, 20 ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 3 785 952 ლარია.
03.07.2019 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის განხილვას ექვსივე მერი ესწრებოდა.
04.06.2019 - მასშტაბური ავტოსადგომის მოწყობაზე გამოცხადებული და ჩაშლილი პირველი ტენდერის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ განაცხადებს ელოდება. ცხრამილიონიანი პროექტის მიხედვით, პარკინგზე სულ 1 000 მანქანა დაეტევა, აქედან 200 ადგილი კი საგანგებოდ ელექტრომობილებისთვის მოეწყობა.
03.06.2019 - 2020 წელს პენსიების გაზრდისთვის 400 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პირველ წლიურ მოხსენებაშია ნათქვამი.
08.05.2019 - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს.
07.05.2019 - ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, კოსტავას ქუჩაზე ახლადდადგმულ საათზე მუდმივად ერთი დროა.
07.05.2019 - ასპინძაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 331 757 ლარი იხარჯება.
07.05.2019 - „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სათიბ-საძოვრები 25–წლიანი იჯარით გადაეცათ. სასოფლო სამეურნეო ტექნიკა კი 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს.
06.05.2019 - რეგულაცია, რომელიც პლასტიკის პარკების აკრძალვას გულისხმობს თვეზე მეტია ამოქმედდა, მაგრამ ახალციხეში მაღაზიების ნაწილში მათ ისევ იყენებენ. კონტროლი თვითმმართველობას ევალება, თუმცა ამ დრომდე უწყებას არცერთი ობიექტი არ შეუმოწმებია.
06.05.2019 - მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანისთვის 35 ერთეულ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს. თოვლის საწმენდისთვის, მყარი ნარჩენების გასატანი მანქანისთვის და ვიზიტორების ტრანსპორტირებისთვის 15 მილიონი ლარია გათვალისიწნებული.
04.05.2019 - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელში ბრუცელოზი ოთხ ძროხას აქვს.
04.05.2019 - ურავლის სათავე ნაგებობაზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, დღეს, ოთხ მაისს ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
03.05.2019 - ახალციხეში, სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ბუნკერები არ დგას. აქ ნაგავმზიდი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, კვირაში ერთხელ მიდის. მანამდე კი ნარჩენებს ტომრებითა და პარკებით ავტოფარეხებში, სარდაფებში, ან ეზოებში ინახავენ.
03.05.2019 - სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ორი სოციალური მუშაკი დაემატა, უახლოეს მომავალში კონკურსის შედეგად კიდევ ორი ახალი თანამშრომელი შეირჩევა.
02.05.2019 - ახალციხეში დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილი ამბობს, რომ კვირაში შრომის კოდექსით გაწერილ 40 საათზე მეტის მუშაობა უწევთ,თუმცა ზეგანაკვეთურ შრომას არავინ უნაზღაურებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სახელმწიფო დასაქმებულთა უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
02.05.2019 - ეკოლოგები, სამცხე-ჯავახეთის მდინარეებზე დაგეგმილი და უკვე მოქმედი ჰესებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესები ისე შენდება, რომ გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელი შესწავლილი არ არის.
01.05.2019 - ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი მასობრივად გავრცელდა. სეს–ი მოსახლეობას დაავადებული საქონლის დაკვლას ავალდებულებს. ადილობრივები შიშობენ, რომ მალე სოფელში ძროხა აღარავის დარჩება.
01.05.2019 - ახალქალაქის ციხის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. მანამდე კი ტერიტორია შემოიღობება და არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება.
01.05.2019 - ახალციხის მერიამ ქალაქში მდებარე ხელოვნურ ტბაზე არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაციასა და ნავებისთვის ახალი ბაქანის მოწყობაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა.