22.09.2020 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა.
22.09.2020 - სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსზე 148 ადამიანს აუღეს ანალიზი. აქედან უმეტესობა სხვადასხვა უწყების თანამშრომელია, ნაწილი სომეხი ბინზესმენის, ნაწილი კი ადიგენში მცხოვრები ინფიცირებულის კონტაქტებია.
22.09.2020 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარაშია, თუმცა გაზრდილი შემთხვევები ამ ეტაპზე საგანგაშო სიტუაციას არ ქმნის.
22.09.2020 - ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 40 მოქალაქე.
22.09.2020 - დღეს, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 22–მდე გაიზარდა, 65 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
22.09.2020 - დღეს, 22 სექტემბერს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. პაციენტი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" დაიღუპა.
21.09.2020 - პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა პანიკისა და ინფორმაციული ვაკუუმისგან თავის დასაღწევად ყველა უწყება ეფექტურად უნდა მუშაობდეს, როცა კოვიდინფიცრებულთა გავრცელების არეალი მაღალი ინტერესთა სფეროა საზოგადოებისთვის, სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი მედიას ინფორმაციას არ აწვდის. ზოგი „სამხრეთის კარიბჭეზეა“ „გაბრაზებული და წყევლის“, ზოგი კი პასუხისმგებლობას გაურბის.
21.09.2020 - სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ადიგენში, სოფელ ჭეჭლაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 25 პირი შეამოწმეს, მათგან 23–ის პასუხი ცნობილია.
21.09.2020 - ადიგენის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრებ ორ პირს, რომლებიც ბათუმში ქორწილში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. იმავე ქორწილში იმყოფებოდნენ მეზობელ სოფლებში მცხოვრებლებიც, მათ ტესტირება ჩაუტარდათ.
21.09.2020 - საქართველოში კოვიდ ცენტრებსა და კოვიდ სასტუმროებში 2 133 პაციენტი მკურნალობს, აქედან 80-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 16-ის კრიტიკული, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
21.09.2020 - დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3 695 -ია.
21.09.2020 - დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 60 ქლის ქალი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი იყო.
20.09.2020 - 20 სექტემბრის მონაცემებით, ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულ კაცთან კოტაქტში მყოფი 58 მოქალაქეა მოძიებული, აქედან 54–ს ინფექცია არ დაუდასტურდა, ერთის პასუხი უცნობია, სამს კი დღეს ჩაუტარდა ტესტირება.
20.09.2020 - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან, ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების, დავით ბალიაშვილის და გელა დემეტრაძის გამოყვანას ითხოვენ. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" კორონავირუსის პანდემიას სათავისოდ იყენებს და ენმ–ს წევრებს წინაასაარჩევნო მუშაობაში ხელს მიზანმიმართულად უშლის.
20.09.2020 - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196–ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი.
19.09.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სომხეთიდან ჩამოსულ კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირიდან საკარანტინო სივრცეში 42 გადაიყვანეს, თვითიზოლაციაშია 10. ბოლო 24 საათში გაკეთებული ანალიზებიდან 41–ის პასუხია ცნობილი.
19.09.2020 - ახალციხეში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიდან COVID-19 არცერთ მათგანს დაუდასტურდა. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ტესტირება გუშინ, 18 სექტემბერს გაუკეთეს. განმეორებითი შემოწმება 25 სექტემბერს იგეგმება.
19.09.2020 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-ახალციხეს თავმჯდომარე“, სამველ ოვეიანი, სომხეთიდან ახალციხეში ჩამოსული კოვიდინფიცირებულ კაცთან კონტაქტის გამო, თვითზიოლაციაშია.
19.09.2020 - ახალციხეში მდებარე რესტორნის მეპატრონე, სადაც კრონავირუსით ინფიცირებული დედის ქელეხის სუფრა მოამზადეს, აცხადებს, რომ პოლიციამ გუშინ, 18 სექტემბერს გვიან ღამით დააჯარიმა.
19.09.2020 - ახალციხეში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ბალიაშვილი და ამავე პარტიის წევრი გელა დემეტრაძე, ახალციხეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში გადაიყვანეს.