FM97.5 / LIVE

‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.10.2020
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, მესხეთის ოთხ სოფელში იმყოფებოდა. მან ასევე მოინახულა რაბათის ისტორიული კომპლექსი. მერაბიშვილმა ადგილობრივებს არჩევნებში დახმარება სთხოვა და თავადაც დახმარებას დაპირდა.

‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდა

დღეს, 24 ოქტომბერს, ვანო მერაბიშვილი მშობლიურ სოფელ უდეში, არალში, ასპინძასა და ხიზაბავრაში იმყოფებოდა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ვაჟა ჩიტაშვილთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა და არჩევნებში მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„არ არსებობს ისეთი კაცი, ვისაც აირჩევთ და ექნება ისეთი გავლენა, როგორიც მე მაქვს. მე ასეთი ბუნება მაქვს, შემიძლია ვაკეთო ან არ ვაკეთო რამე. ამიტომ თხოვნა მაქვს, მოვიგოთ ეს არჩევნები, თუნდაც ერთი ხმით. მინდა ვალი მქონდეს თქვენი“, – განაცხადა არალში შეხვედრისას მერაბიშვილმა.

მერაბიშვილს მშობლიურ სოფელ უდეში დაახლოებით 100, ხოლო მეზობელ სოფელში არალში, დაახლოებით 70 მხარდამჭერი შეხვდა.

შეხვედრას შორიდან ადევნებდნენ თვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდა ფოტოზე: ადიგენის თვითმმართველობის წარმომადგენლები "ქართული ოცნებიდან"
‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდაფოტოზე – მერის წარმომადგენელი


მესხეთის სოფლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ მედიისთვის ცნობილი არ იყო. ყოფილმა შს მინისტრმა კომენტარი „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ გააკეთა.

ასპინძიდან ადიგენის სოფლებში წამოსვლამდე მერაბიშვილმა რაბათის ისტორიული კომპლექსი მოინახულა: „თქვენ იცით რომ რაბათი გავაკეთე, მეტი ვერ მოვასწარი. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ საქმის 80% დავუთმო ჩვენს რეგიონს“, – უთხრა შეხვედრისას მერაბიშვილმა ადგილობრივებს.

‘მინდა თქვენი ვალი მქონდეს’ – ვანო მერაბიშვილი მესხეთში ადგილობრივებს შეხვდა

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა
' ჩემ დიდ დამსახურებად მიმაჩნია ახალციხეში რაბათის მშენებლობა' – ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში  'ოცნებას' კონკურენტი აღარ ჰყავს
'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი
დავით ბაქრაძე უდეში მცხოვრებლებს: 'მადლობა, რომ შეინარჩუნეთ რწმენა და ღირებულება’
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
‘ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაებმება’ - ენმ-ს წარმომადგენლები