FM97.5 / LIVE

ნინო ბურჯანაძის პარტიის პროპორციულ სიაში ბორჯომელი მხარდამჭერი შევიდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები - 2020 03.10.2020
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი პროპორციული სიის ათეულშია. მაია ხრიკაძე ჩამონათვალში რიგით მე-9 ნომერი იქნება.

ნინო ბურჯანაძის პარტიის პროპორციულ სიაში ბორჯომელი მხარდამჭერი შევიდა

პარტია „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“, რომლის ლიდერიც ნინო ბურჯანაძეა, სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატს არ აყენებს, თუმცა ბორჯომელი მაია ხრიკაძე სიის ათეულში იქნება.

ხრიკაძე ამბობს, რომ ბურჯანაძესთან უკვე წლებია თანამშრომლობს: „მე-9 ნომერი არც ჩამოუვარდება მაჟოროტარობას. მეც ისევე ვმუშაობ წინასაარჩევნოდ, როგორც მაჟორიტარები. ვეუბნები, რომ თუ ჩვენი პარტია გავა, მე ვიქნები სამცხე-ჯავახეთიდან მათი წარმომადგენელი“.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ ყველაზე ხშირად მათ სოციალური პრობლემები აწუხებთ: "ხალხს უამრავი პრობლემა დაუგროვდა, სოციალურ პრობლემაზე აქვთ ყურადღება გამახვილებული. არის სოფლები ბორჯომში, სადაც გაზი არ აქვთ, ასევე წყლის პრობლემებია შიდა სოფლებში, დებეტი არ არის და ზოგ სოფელს წყალი არ აქვს. მაცივარს რომ აღებენ, ცარიელი მაცივარი ხვდებათ, ეს არის მათი თანმხლები პრობლემები, რაც ვერ გადაუწყვიტა მთავრობამ, ასევე სამუშაო ადგილების არ არსებობა“, - აცხადებს ხრიკაძე.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც კონკრეტულად მის დასახლებაში, ბორჯომში დგას, ეს ტურისტის ნაკლებობაა. მაია ხრიკაძე მიიჩნევს, რომ რუსი ტურიტები ბორჯომისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდნენ, ამიტომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღადგინოს:

„გავრილოვის ღამის შემდეგ, ბორჯომი ტურისტის ნაკლებობას განიცდის, ეს უკვე მეორე წელია. ჩემი ბავშვობიდან წაღვერ-კეჩხობის ტერიტორია რუსი ტურისტრებით ყოველთვის სავსე იყო. ისინი ტოვებდნენ უამრავ შემოსავალს, ეს არ იყო მარტო კერძო სანატორიუმებისთვის, არამედ მაღაზიებისთვის, რესტორნებისთვის... ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსებთან ურთიერთობა აუცილებელია. ეს ბევრ რამეს დაალაგებს და ამ მხარეს შემოსავალს გაუჩენს. იმასაც დაარეგულირებს, რომ მოლაპარაკება დაიწყება და შეიძლება ეს მავრთულხლართები აღარ იყოს, ასე ვხედავ მეც და ჩემი პარტიის ლიდერიც“, - ამბობს მაია ხრიკაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროპორციული სიის ათეულები -  ბორჯომი
‘ჩვენი საქართველოს’ საპარლამენტო სიის ათეულში 2  სამცხე–ჯავახეთიდან არის
ბორჯომში არასაპარლამენტო ოპოზიციას ელოდებიან
ვინ არიან ‘ევროპელების’ პროპორციულ სიაში სამცხე–ჯავახეთიდან
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა
კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამცხე–ჯავახეთში ხელმოწერებს შეაგროვებს