FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე: 'ძალიან ბევრი მაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი'

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.08.2016
‘ხალხისგან მივიღებთ იმ მხარდაჭერას, რაც მოგვცემს საშუალებას მეტი ენერგია დავუთმოთ არა ოპონირებას, არამედ საქმის კეთებას’, – ამბობს გედევან ფოფხაძე, რომელიც „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ბორჯომისა და ასპინძის საარჩევნო ოლქში დაასახელა.

გედევან ფოფხაძე: 'ძალიან ბევრი მაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი'

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, ბორჯომისა და ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში, ამომრჩევლებს დღეს, 7 აგვისტოს წარუდგინეს.

„მიმაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც უკვე იყო ოლქის მაჟორიტარი, კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. მე ველოდები იმ ყველაფერის შეფასებას, რასაც ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით ჩვენი რეგიონებისთვის და სრულიად საქართველოსათვის. მე მჯერა, რომ საზოგადოება ამას შეაფასებს ობიექტურად და ვარწმუნებ ხალხს, რომ ეს პროცესი არ გაჩერდება. ეს იქნება მიმართული საქართველოს გაძლიერებისთვის“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო დაპირებებზე ჯერ არ საუბრობს: „კონკრეტული დაპირებები, წინადადებები და შეთავაზებებები იქნება საარჩევნო პროცესის განმავლობაში, როდესაც იქნება საერთო პროგრამა და ბორჯომთან დაკავშირებული კონკრეტული იდეები და შემოთავაზებები“.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მისი საქმიანობით ბორჯომელი ამომრჩევლები კმაყოფილები არიან.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში, იმ კომიტეტის ფარგლებში, სადაც მე ვიყავი და რასაც ვაკეთებდი, ძალიან ბევრი მაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი. მჯერა, რომ ბორჯომელები კმაყოფილები არიან. მათმა რჩეულმა დეპუტატმა ყველაფერი გააკეთა იმისათის, რომ ადამიანების უფლებების კუთხით ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მეტი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება“, – ამბობს იგი და იმედოვნებს, რომ მომავალ პარლამენტში დაძაბულ რეჟიმში მუშაობა აღარ მოუწევს, – „ხალხისგან მივიღებთ იმ მხარდაჭერას, რაც მოგვცემს საშუალებას მეტი ენერგია დავუთმოთ არა ოპონიერბას, არამედ საქმის კეთებას კონკრეტული გაადწყვეტილებების მიღებას და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი დრო დავუთმოთ ხალხს“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გედევან ფოფხაძეა
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ [R]
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა [R]