FM97.5 / LIVE

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 01.08.2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი დაპირება შეუსრულა. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მსახურობის შესაძლებლობა ეძლევა.

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ [R]

ეს დაპირება ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე თვის წინ მისცა.

„ბუნებრივია, ყველა სამხედრო მოსამსახურეს თანაბარი ანაზღაურება აქვს. ეს ანაზღაურება არათანაბრად ნაწილდება მგზავრობის დროს, რადგან სამხედროს, რომელიც მოშორებით ცხოვრობს, მნიშვნელოვნად მეტი ეხარჯება. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები აქვთ - ზოგს მშობლები ჰყავს ავად, ზოგი კი მრავალშვილიანია. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ ბიჭებს შევპირდით, რომ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ძალიან კონკრეტული პრობლემა ჰქონდათ და, პრაქტიკულად, თვეების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ საკუთარ ოჯახებს, დავეხმარებოდით.

ორმოცდათორმეტივე სამხედრო მოსამსახურე უკვე გადანიშნულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან უფრო ახლოს“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ [R]

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ ემსახურება არც სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას და არც საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი კონტრაქტის დამთავრების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, არჩევანის მიხედვით საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ.

„როცა ადამიანი ერთი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჯარში რჩება, ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის მისი უფლება-მოვალეობები და ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რატომ უნდა ქვეყნის სამსახური სამხედრო ფორმაში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში და არ დავაშოროთ ოჯახებს არასაჭირო ვითარებაში, არასაჭირო გარემოებების გამო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ [R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
'180 სამხედრო წლის ბოლომდე ბინას მიიღებს' – პრემიერი
ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]
თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართულ სამხედროებს ხელფასი ეზრდებათ