FM97.5 / LIVE

როინ ყავრელიშვილი: „თურქეთში დასავლური და აღმოსავლური ღირებულებების დაპირისპირებაა“

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2016
სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი როინ ყავრელიშვილი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზეზებზე საუბრობს.

როინ ყავრელიშვილი: „თურქეთში დასავლური და აღმოსავლური ღირებულებების დაპირისპირებაა“
სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი როინ ყავრელიშვილი, გუშინ, გვიან ღამით, თურქეთში მომხდარის შეფასებას, ქვეყნის ბოლო წლების ისტორიით იწყებს. მისი თქმით, თურქეთი სახელმწიფო გადატრიალების წინაშე არაერთხელ დამდგარა: „ეს იყო 1960 წელს, შემდეგ იგივე განმეორდა 1980 წელსაც. ფაქტობრივად, ეს მესამე მცდელობა იყო“.

ყავრელიშვილის განცხადებით, მეამბოხე სამხედროები მიიჩნევენ, რომ თურქეთის დღევანდელმა მთავრობამ გადაუხვია ქვეყნის განვითარების იმ პრინციპებს, რაზე დაყრდნობითაც წლების წინ ათა თურქის მიერ თურქეთის რესპუბლიკა შეიქმნა.

შეკითხვაზე, რა არის ეს პრინციპები, ყავრელიშვილი გვპასუხობს: „სამხედროები თვლიან, რომ თურქეთში დემოკრატია არაა და მისი აღდგენა სურთ. ამ სამხედრო გენერალიტეტის არა ერთი წარმომადგენელი დააკავა ბოლო წლებში თურქეთის მთავრობამ. ბრალდება მოსალოდნელ ამბოხებაში მონაწილეობა იყო“.

ყავრელიშვილი მიიჩნევს, რომ თურქეთში დაპირისპირების მთავარი მიზეზი ორი ცივილიზაციის, დასავლური და აღმოსავლური ღირებულებების დაპირისპირებაა.

„დღეს თურქეთში მთავრობა უფრო აღმოსავლური ღირებულებებისკენ არის გადახრილი. უფრო მეტად აღმოსავლური ღირებულებებია წამყვანი თურქეთში მოქმედი მთავრობისთვის. როგორც ჩანს წლების განმავლობაში მშვიდად თანაცხოვრობენ აღმოსავლური და დასავლური იდეების მატარებლები, რაღაც პერიოდში კი ეს ყველაფერი გროვდება და ერთად ვეღარ თავსდება, ამიტომ იწყება ცივი შეჯახება“, – ამბობს ყავრელიშვილი.

მისი თქმთ, ზოგადად, ეს ყველაფერი ანატოლიის ისტორიული ძირებიდან მოდის და აქ ცივილიზაციათა შეჯახება სხვადასხვა ფორმით ყოველთვის ვლინდებოდა.

გარდა ისტორიული მომენტებისა, თურქეთში არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზებს ყავრელიშვილი დასავლეთის უყურადღებობაშიც ხედავს.

„ევროპამ ლტოლვილებთან დაკავშირებით თურქეთს დახმარება ვერ აღმოუჩნა. 3 700 000 ლტოლოვილი შემოვიდა თურქეთში. მათ შემოსვლამ და დასაქმებამ თურქეთზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. როგორც ჩანს გარკვეული პერიოდი როგორც მთავრობა, ასევე საზოგადოება, კალაპოტიდან ამოაგდო“, – აცხადებს ყავრელიშვილი და ამატებს, რომ დასავლეთმა და „ნატომ“ თურქეთს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

რაც შეეხება თურქეთში მომხდარის საქართველოზე გავლენას, ყავრელიშვილი ამბობს, რომ სტრატეგიული თანამშრომლიობის თვალსაზრისით არაცერთი ნაბიჯი უკან არ გადაიდგმება: „საქართველო–თურქეთის საზღვარი ეს არის ერთადერთი საზღვარი თურქეთისთვის, სადაც არის ნულოვანი პრობლემა.ოფიციალურად აქვს მას გაცხადებული. ამიტომ სტრატეგიული თანამშრომლობა ამის შემდეგ უფრო გაძლიერდება“.

რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენას, ყავრელიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოზე უარყოფითად აისახება: „მინიმუმ ერთი კვირა მაინც თურქეთიდან ძალიან ცოტა ტურისტი შემოვა“.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 ივლისს, გვიან ღამით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ამ დროის მონაცემებით შეტაკებებს დაახლოებით 200 ადამიანი ემსხვერპლა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მასობრივი დაპატიმრებები თურქეთში
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
საქართველოდან თურქეთში გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში [Photo]

თურქეთში მოქალაქეები სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდნენ
თურქეთში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
თურქეთში კორონავირუსით 1 198 ადამიანი გარდაიცვალა