FM97.5 / LIVE

საფეხბურთო მოედანი ხუთი კუთხით

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2016
სოფელ ზემო სხვილისში სპორტულ მოედანს ხუთი კუთხე აქვს. არასტანდარტული ფორმის მოედანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ახალციხის გამგეობამ მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

საფეხბურთო მოედანი ხუთი კუთხით

ზემო სხვილისის სპორტული მოედნის სარეაბლიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფაზე ახალციხის გამგეობამ ტენდერი 2016 წლის 26 აპრილს გამოაცხადა. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სპორტულ მოედანს ხუთი კუთხე აქვს. მისი არასტანდარტული ფორმის გამო, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება მოედნის დანიშნულებაზე საუბრობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სპორტული თამაშების, განსაკუთრებით კი ფეხბურთის მატჩის ამ მოედანზე გამართვა შეუძლებელია. მათი აზრით, მოედანი არასწორად დაპროექტებულია და დოკუმენტაციის მომზადებისას ადგილობრივ თვითმმართველობას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა.

საფეხბურთო მოედანი ხუთი კუთხით ახალციხის გამგეობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ არსებული მოედნის შემოღობვა მიმდინარეობს და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ფრაზა "სპორტული მოედნის სარეაბლიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა“ სწორედ მოედნის შეღობვის სამუშაოებს ითვალისწინებს.

"ეს ჩვენ არ დაგვიპროექტებია და ახალს არ ვაშენებთ. უკვე ათეული წლებია ეს მოედანი არსებობს, არ ვიცი რატომ მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. სატენდერო დოკუმენტაცია უკეთ უნდა წაეკითხათ. ჩვენ მხოლოდ არსებული მოედნის შემოღობვას ვახდენთ, რადგან ღობე დაზიანებულია. ეს არ არის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მხოლოდ აქა–იქ გრუნტის შესწორება ხდება“, – განმარტავს ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ბესარიონ მიქელაძე.

გამგეობის სპეციალისტი ირწმუნება, რომ მომავალში, როცა მოედნის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმება, ხუთი კუთხის პრობლემა მოგვარდება: "მოედნის ფართის გაზრდა შეუძლებელია, იმიტომ, რომ მაშინ მოსახლეობას სახლებამდე მისასვლელ გზას ჩავუკეტავთ. ამიტომ, სტადიონი ცალკე დაიხაზება და შეჭრის ადგილზე სპორტულ ინვენტარს განვათავსებთ“.

საფეხბურთო მოედანი ხუთი კუთხით მოედნის არასტანდარტული ფორმის შესწორებას გამგეობა მომავალში გეგმავს, მანამდე კი ადგილობრივებს თამაში ისევ ხუთკუთხა მოედანზე მოუწევთ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმის სტადიონზე მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების გართობაა შესაძლებელი და იგი ფეხბურთის სათამაშოდ გამოუყენებელია.

„ხუთ კუთხიან მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. კუთხის ხაზი არ იქნება და კუთხური საიდან უნდა გაიტანო?! არც სპორტის სხვა სახეობა ვიცი, რომელიც ასეთ მოედანზე ითამაშება“, – ამბობს ყოფილი ფეხბურთელი პაატა გვირჯიშვილი.

ზემო სხვილისში სპორტული მოედნის შემოღობვის სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ფრიდონ კაპანაძე, 7 334 ლარად ახორციელებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხევაშენს მინი ფეხბურთის მოედანი ექნება
სოფელ ანში სპორტული მოედანი მოეწყო
ივლიტაში სპორტული მოედანი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის იქნება
სპორტული მოედანი თუ ხეხილის ბაღი
სოფელ ურაველში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა ®
ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რომელ ქუჩაზე გაკეთდება  სკვერები და სპორტული მოედნები ახალციხეში