FM97.5 / LIVE

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა (R)

მთავარისიახლე, რეკლამა 04.06.2016
3-5 ივნისს, ,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2016“ იმართება.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა (R)
გამოფენა საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით იმართება.

WinExpo Georgia 2016 სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ტავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ გამოფენას მასშტაბურს და პრესტიჟულს ხდის.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ეს გამოფენაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს გამოფენა მეღვინეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს, ღვინის პროფესიონალებს, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ღვინის კულტურის რვაათასწლიანი, მრავალფეროვანი ისტორიით“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 95 კომპანია 5 ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, გერმანია, იტალია, საფრანგეთი). WinExpo Georgia 2016-ზე წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები.

გამოფენის ფარგლებში მოწყობილია მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხე. WinExpo
Georgia 2016-ს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული ტრადიციებით დამზადებულ ყველის ნაირსახეობებს გაეცნონ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 3-4 ივნისს ჩატარდება ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award. კონკურსზე წარდგენილ ღვინის ნიმუშებს ენოლოგების საერთაშორისო ექსპერტებით, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინის მაგისტრი - რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი და ღვინის ექსპერტი - ლადო უზუნაშვილი (საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო). 4 ივნისს, კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ ღვინოებს საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვებს.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში გამოფენის ვიზიტორებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ლევან მოსიაშვილის გამოფენას - „ღვინის ხელოვნება“.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს [R]
ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში [R]
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა