FM97.5 / LIVE

ახალციხის თემმა სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი მეორედ გამოაცხადა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2016
ახალციხის თემის საკრებულო გერბისა და დროშის შესარჩევ კონკურსს მეორედ აცხადებს. მსურველებს ნამუშევრების წარდგენა 30 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

ახალციხის თემმა სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი მეორედ გამოაცხადა

ახალციხის მუნციიპალიტეტის საკრებულომ სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი პირველად 2016 წლის აპრილის თვეში გამოაცხადა. ერთთვიანი ვადის მიუხედავად, კონკურსი ჩაიშლა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

საკრებულოს დეპუტატები ვარაუდობენ, რომ კონკურსის ჩაშლის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა გახდა.

"არსებობენ სოფლებში ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ხატავენ, მაგრამ აქ საქმე ინფორმაციის გავრცელებაშია. ვფიქრობ, საზოგადოება ინფორმირებული არ იყო. მუშაობაა საჭიროიმისთვის, რომ შედგეს კონკურსი“, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან“ მაკა სუდაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კონკურსი იქამდე გამოცხადდება, ვიდრე გერბი და დროშა არ შეირჩევა.

"სოფლების წარმომადგნლებმა გავრცელეს ინფორმაცია, გაჟღერდა მედიასაშუალებებითაც, თუმცა, სამწუხაროდ მონაწილეობა არავინ მიიღო“, – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე.

გერბისა და დროშის შესარჩევი დებულების მიხედვით, საკონკურსო ნაშრომი რამდენიმე პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს:
ჰერალდიკის მემკვიდრეობითობა;
ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი.

კონკურსის მონაწილეებმა სიმბოლიკის ფერები და გრაფიკული გამოსახულებები თავად უნდა შაერჩიონ.

კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო, 1250 ლარის ოდენობით.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობაში ჰერალდიკის კონკურსი ჩაიშალა
ახალციხის გამგეობა გერბისა და დროშის შესარჩევ კონკურსს თვის ბოლომდე გამოაცხადებს
ახალციხის თემი ჰერალდიკური სიმბოლიკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს
'მექსიკის დროშას ჰგავს' – ახალციხეში გერბისა და დროშის ნიმუში დაიწუნეს
ახალციხის გამგეობაში ჰერალდიკის კონკურსი კიდევ ჩაიშალა
ახალციხის თემი სიმბოლიკის კონკურსს მესამედ აცხადებს
ქალაქ ახალციხის გერბისა და დროშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა