FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურში დაბრუნდა, მანქანა საჯარიმოზე რჩება

მთავარიპოლიტიკა 18.04.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა შვებულება დაასრულა და სამსახურს დაუბრუნდა, თუმცა, სამსახურეობრივი ავტომანქანის გარეშე. ‘ჰიუნდაი სანტაფე’ ისევ საჯარიმო ავტოსადგომზე დგას.

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურში დაბრუნდა, მანქანა საჯარიმოზე  რჩება

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს იმედა მღებრიშვილის ორკვირიანი საშვებულებო ვადა, დღეს 18 აპრილს ამოეწურა. მისი მოადგილის თამაზ ძაძამიას განცხადებით, მღებრიშვილი დილიდან სამსახურში გამოცხადდა.

„თავს კარგად გრძნობს, არაფერი ეტყობა. მანქანა კი, როგორც ვიცით, ჯერ ისევ საჯარიმოზეა“, – აცხადებს ძაძამია.

მღებრიშვილის სამსახურეობრივი „ჰიუნდაი სანტაფე“ მართლაც ჯერ ისევ საჯარიმო ავტოსადგომზე დგას. ჩაუტარდა თუ არა მანქანას ექსპერტიზა, აქ არ გვპასუხობენ: „არ გვაქვს უფლება რაიმე გითხრათ“.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ექსპერტიზა დანიშნულია: „მიმდინარეობს გამოძიება“.

შეკთხვაზე, ვინ გადაიხდის დაზიანებული მანქანის შეკეთების ღირებულებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიშა ბუცხრიკიძე გვპასუხობს, რომ არ იცის: „ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ ჯერ გამგეობიდან არანაირი დოკუმენტი არ შემოსულა“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ირწმუნება, რომ „მანქანის ხარჯს თვითმმართველობა ნამდვილად არ დაფარავს“.

ნახევრად შეკეთებული მანქანის ხარჯი იმ ხელოსანს, რომლის პროფილაქტიკაშიც სახლის უკან დამტვრეულ „ჰიუნდაი სანტაფეს“ მალავდნენ, უკვე გადაუხადეს: „არ ვიცი ვინ იყო, 300 ლარი იმან მომცა, ვინც მანქანა მომიყვანა. რუსულად ლაპარაკობდა“.

იმედა მღებრიშვილი „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ იგი მანქანის დამტვრევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ სამსახურეობრივი მანქანით კახეთში იმყოფებოდა. „სამხრეთის კარიბჭე“ კი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ იმედა მღებრიშვილი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა. რედაქციამ დამტვრეული შავი „ჰიუნდაი სანტაფე“ ახალციხის ერთ–ერთ „პროფილაქტიკაში“ გადაიღო. "სამხრეთის კარიბჭემ" საკრებულოს თავმჯდომარის ავარიის შესახებ სტატია 7 აპრილს გამოქვეყნა, 8 აპრილს მომხდარით სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი დაინტერესდა. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო; ამასობაში, დამტვრეული 'ჰიუნდაი სანტაფე' სახელოსნოდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურში დაბრუნდა, მანქანა საჯარიმოზე  რჩება
საჯარიმოზე მდგომი ავტომანქანა

[თამუნა უჩიძე,ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამტვრეული „ჰიუნდაი სანტაფე“ ისევ  „პროფილაქტიკაში“ დააბრუნეს
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე დააჯარიმეს, „ჰიუნდაი სანტაფე“ კი  შეაკეთეს
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის საქმეზე პროკურატურამ ძიება შეწყვიტა
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს 250 ლარით დააჯარიმებენ
საჯარიმოზე გადაყვანილი ‘ჰიუნდაი სანტაფე’ და საკრებულო, სადაც ავარიას აღარ უარყოფენ
დამტვრეული ‘ჰიუნდაი სანტაფეს’ საქმე – რა ელის ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის საქმით პროკურატურა დაინტერესდა