FM97.5 / LIVE

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი

მთავარისაზოგადოება 04.04.2016
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დისტანციური სერვისებით სარგებლობა მოქალაქეებს დისტანციურად, „ნოვა ტექნოლოჯის“ PayBox-ის აპარატებითაც შეუძლიათ.

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი

რეესტრის ინფორმაციით, PayBox-ის აპარატებით მოქალაქეებს უძრავი ქონების რეესტრიდან ამონაწერის ან საკადასტრო გეგმის მიღების და ტექნიკური ხარვეზის შესწორების საშუალება აქვთ.

სერვისის მისაღებად მოქალაქემ PayBox-ის აპარატში მომსახურების სასურველი ტიპი უნდა შეარჩიოს, შესაბამისი ფორმა შეავსოს, მომსახურების ვადა, საფასური და დაინტერესებული პირის რეკვიზიტები მიუთითოს, უძრავი ქონების იდენტიფიკაციის შემდეგ კი ტელეფონის ნომრის ველი შეავსოს. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით სწორედ ამ ნომერზე მიიღებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე სერვისის საფასურს ზედმეტად გადაიხდის, ხურდის სახით თანხა მას ამავე ნომერზე დაერიცხება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, PayBox-ის აპარატებით ამონაწერის განახლებას მოქალაქე ნაკლებ საფასურად შეძლებს: ამონაწერის 1 დღის ვადაში განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, იმავე დღეს მომზადება კი - 50-ის ნაცვლად 40 ლარი. საკადასტრო გეგმის 1 დღის ვადაში განახლება კვლავაც 5 ლარია, იმავე დღეს - 20 ლარი. ტექნიკური ხარვეზის შესწორების სერვისით სარგებლობა კი უფასოა.

„ჩვენთვის, როგორც მოქალაქეზე ორიენტირებული უწყებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციური არხების გაფართოება და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტული მომსახურების შეთავაზება. ეს დისტანციური არხები მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩვენი სერვისები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსვლის გარეშე მიიღონ და დრო დაზოგონ. ვფიქრობთ, PayBox-ის აპარატებით მომხმარებლები აქტიურად ისარგებლებენ“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
სააგენტო სამომავლოდ PayBox-ის აპარატებით შეთავაზებული სერვისების გაფართოებას გეგმავს. მომდევნო ეტაპზე მოქალაქეებს სამეწარმეო რეესტრის მომსახურებებით სარგებლობა, განცხადებების ძებნა და ამობეჭდვაც შეეძლებათ.

PayBox-ის აპარატების გარდა, საჯარო რეესტრის მომსახურებების მიღება დისტანციურად ონლაინ, სააგენტოს ვებ-გვერდიდან http://napr.gov.ge/, იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან http://psh.gov.ge/ და ასევე მოქალაქის პორტალიდანააhttp://my.gov.ge შესაძლებელი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა
მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ რეგიონებშიც შეეძლებათ
ნინოწმინდასა და ასპინძაში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურები გაიხსნა
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო
იუსტიციის მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება