FM97.5 / LIVE

საბანკო კრედიტები, ხსნა თუ დაღუპვა

მთავარიეკონომიკა 12.12.2012
მცირე და დიდი კრედიტები ახალქალაქელების ცხოვრებაში აუცილებლობად იქცა. ბევრისთვის ეს მისაღები და კომფორტულია, თუმცა ზოგი იმასაც კარგავს, რაც ჰქონდა

საბანკო კრედიტები, ხსნა თუ დაღუპვა
“რამდენიმე თვეში წაგვართვეს ქონება. ერთი მაღაზია გვქონდა, ვიპოვეთ კლიენტი, რომ მაღაზია მიგვეყიდა და ბანკის ვალი დაგვეფარა. მართალია, იაფად უნდა გაგვეყიდა, მაგრამ არა ისე, რამდენშიც წაგვართვეს. ამ ადამიანს მოველაპარაკეთ. მას რუსეთიდან გამოგზავნილი ფული უნდა მიეღო, იგივე ბანკის მეშვეობით, სადაც ამ ადამიანს თანხის ბანკში, პროცენტების სანაცვლოდ დატოვება შესთავაზეს. ამ პიროვნებამ აუხსნა, რომ ჩვენი მაღაზიის შეძენა სურდა. და მას უთხრეს, რომ მაღაზიის ყიდვას ბანკიდან გაცილებით ნაკლებ თანხად შეძლებდა მას შემდეგ, რაც ბანკი მაღაზიას ჩამოგვართმევდა”, - გვიამბობს ახალქალაქის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

ჩვენი რესპონდენტი ქალბატონის დედა იძულებული გახდა, სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო.

“კრედიტი დედამ აიღო, უბრალოდ, 2 თვე ვერ შევძელით გადახდა. თანხა დიდი იყო. დედა 1000 დოლარს იხდიდა, ეს იყო თანხა პროცენტებთან ერთად. როცა დედამ 2-3-ჯერ გადახდა ვერ შეძლო, უთხრეს, რომ ან რაიმე მოახერხე და თანხა შემოიტანე, ან ვადას გაგიგრძელებთ და გადასახდელ თანხას შეგიმცირებთო, მაგრამ დედამ სხვა ადამიანისგან ისევ პროცენტით აიღო თანხა. ბანკს გადაუხადა, მაგრამ მათ არ გააკეთეს ის, რასაც დაგვპირდნენ”, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ახალქალაქში სამი ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს. დილის საათებში ბანკში შესვლა ჭირს კიდეც. ზოგი რუსეთიდან გამოგზავნილ თანხებს იღებს, ბევრი საკრედიტო ბარათებს ან სესხს.

ეკონომიკის ექსპერტის ვლადიმერ პაპავას მოსაზრებით, ბანკების მიერ გაცემული კრედიტები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს: “ბანკები ყოველთვის არ იყვნენ დაკავებულნი იმ საქმით, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მიზანშეწონილი იყო. ბანკები, ძირითადად, ფულს აბანდებდნენ და კრედიტებს გასცემდნენ საცხოვებელი სახლების მშენებლობაზე. თავისთავად, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ცუდი არაფერია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ამ საქმით დაკავებული ბევრი კომპანია ფინანსურ პირამიდებად იქცა. მეორე შეცდომა ისაა, რომ ბანკები ძირითადად გასცემდნენ და აქამდეც გასცემენ, ე.წ. სამომხმარებლო კრედიტებს. ხალხს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა შეეძლო. ამ დროს საქართველოს ეკონომიკა ხომ ამ საქონელს არ აწარმოებს. არც სარეცხ მანქანებს, არც ტელევიზორებს და ა.შ.”.

წელს კრედიტებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ მიწათმფლობელებსაც, რომლებმაც კარგი მოსავლისა და კარტოფილზე მაღალი ფასის მოლოდინში კრედიტები აიღეს და ცუდი მოსავლის მიღებისა და კარტოფილის დაბალი ფასის გამო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საბანკო კრედიტები, ხსნა თუ დაღუპვა კრედიტებით ძირითადად ის ხალხია კმაყოფილი, ვინც შედარებით დაბალთანხიანი საკრედიტო ბარათებით სარგებლობს და ვისაც საჭიროების შემთხვევაში სესხის თანხის განაღდება შეუძლია. ბევრი ადამიანისთვის საბანკო კრედიტი მცირე ბიზნესის განვითარების ან ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის საშუალებაა.

“ჩემთვის ეს მომგებიანია, რადგან არავისგან სესხება და არავისთვის თხოვნა არ მიწევს. ბანკიდან იღებ და ფულს და პროცენტებს ნელ-ნელა იხდი. 1500 ლარი ავიღე და თვეში 130 ლარს ვიხდი. გამოდის, რომ წლის განმავლობაში 200 ლარს დამატებით პროცენტს ვიხდი, მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს მომგებიანია, რადგან ამ თანხას ჩემს საქმეში ვდებ და გადახდა შემიძლია”, - ამბობს კარინე ტოროსიანი.
მაღალ საპროცენტო განაკვეთებს კრედიტებზე ვლადიმერ პაპავა რამდენიმე მიზეზით ხსნის.

“პირველ რიგში, საკრედიტო რესურსის უკმარისობა. რაც ნაკლებია საკრედიტო რესურსი, მით უფრო მაღალია განაკვეთი კრედიტებზე. მეორეა ინფლაციის დონე და მესამე, მაღალი ბიზნეს-რისკები საქართველოში. მაღალი რისკები კი იმიტომაა, რომ რუსეთთან მიმართებაში სამხედრო რიტორიკა გრძელდება, ეს ერთი და მეორე, რომ საკუთრების უფლებები ირღვევა. როდესაც ასეთი დაუცველობის ფაქტორია, კრედიტები კიდევ უფრო ძვირდება”, - ამბობს იგი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია დაიწყო ®

საკრედიტო ლიმიტი მომგებიანია - ჩაერთე აქციაში და მიიღე საჩუქარი ®
ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქციაა ®

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქცია გრძელდება ®
ფინკა ბანკის ახალი საკრედიტო პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია [R]
ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია - ‘ჩვენთან უფრო იაფია’ დაიწყო ®
ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი - უნიკალური პროდუქტი და ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად ®