FM97.5 / LIVE

შსს-მ დამალის მცხოვრები დააკავა

მთავარისამართალი 03.12.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მცხოვრები, სომხეთის მოქალაქე ვრეჟ მ. დააკავეს. მისი სახლიდან კი დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს.

შსს-მ დამალის მცხოვრები დააკავა
"2012 წლის 28 ნოემბერს შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ მ. ჩხრეკისას მისი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და 47 ცალი 7,62 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2 ხელყუმბარა; ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა ქარქაშით, გლუვლულიანი 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი. აღნიშნულ საბრძოლო მასალას ვრეჟ მ. უკანონოდ ინახავდა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას შსს ასპინძის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-მ ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-მ ადიგენში ორი პირი დააკავა
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-მ სოფელ არაგვაში მცხოვრები დააკავა
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო