FM97.5 / LIVE

JTEC -ახალი ფაზა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 15.02.2016
ზუსტად ექვსი თვის წინ ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრი (JTEC) დაფუძნდა. იქ, სადაც ერთ დროს საბჭოთა საწვრთნელი პოლიგონი იყო და სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც ჩამოდიოდნენ, რათა ტერიტორია, როგორც საბჭოთა საწვრთნელი პოლიგონის ნიმუში, დოკუმენტური ფილმებისთვის გადაეღოთ. გზა პოლიგონ იაღლუჯიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრამდე ნატო-საქართველოს ურთიერთობების, პრაქტიკულად, ყველა ეტაპს მოიცავს.

JTEC -ახალი ფაზა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში
საქართველოსა და ნატოსთვის JTEC -ის მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, აუცილებელია ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიულ ჭრილში განხილვა და, ამ კონტექსტში, იმ მოლოდინების იდენტიფიცირება, რომელიც წვრთნისა და შეფასებების ერთობლივ სასწავლო ცენტრს უკავშირდება.

საქართველოს პირველი ნაბიჯი ალიანსისკენ 1992 წელს, ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში გაწევრიანება იყო. მას შემდეგ თითქმის საუკუნის მეოთხედმა განვლო. ამ, ერთი შეხედვით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მრავალი შეხების წერტილი გამოიკვეთა. ურთიერთობები უფრო ინტენსიური, საინტერესო და ურთიერთსასარგებლო გახდა.

ამას გარდა, განხორციელდა არაერთი პროგრამა, ჩატარდა არაერთი სწავლება თუ წვრთნა, რომელიც 1994 წელს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამით (PFP) დაიწყო და 2014 წლის სექტემბრის უელსის სამიტზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებით დასრულდა.

არსებითი პაკეტი ცამეტი ქვეპროგრამისაგან შედგება: ლოგისტიკა, სამხედრო პოლიცია, უსაფრთხო და სტრატეგიული კომუნიკაციები, საზღვაო უსაფრთხოება, შესყიდვები, კიბერთავდაცვა, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, სპეცდანიშნულების ძალები, სტრატეგიულ-ოპერატიული დაგეგმვა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და, რა თქმა უნდა, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC).

JTEC ნატოს არსებობის­ ისტორიაში უპრეცედენტო პროექტია, რომელსაც ალიანსი პარტნიორ ქვეყანასთან ერთად ახორციელებს და სადაც ნატოს 10 წევრი ქვეყნის ამდენივე ოფიცერი მუდმივად იქნება წარმოდგენილი. მათ არ ექნებათ დამკვირვებლის სტატუსი, დაინიშნებიან კონკრეტულ თანამდებობებზე და განესაზღვრებათ კონკრეტული პასუხისმგებლობები.

ცენტრის ჩამოყალიბება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ახალი, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფაზის დაწყებაზე მიუთითებს, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მექანიზმია. მისი წარმატებული ფუნქციონირება საქართველოს ნატოსთან ოპერატიულ დონეზე თავსებადობის მზაობას დაადასტურებს, რომელიც ტაქტიკურ დონეზე თავსებადობის შემდგომი ეტაპია. ეს უკანასკნელი გამოცდა კი, საქართველომ მსოფლიოს სამ კონტინენტზე წარმატებით ჩააბარა -1999 წლიდან დაწყებული, როდესაც პირველი კონტინგენტი გააგზავნა კოსოვოში, შემდეგ ავღანეთში, ერაყში და ცენტრალურ აფრიკაში. ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ნატოს, გაეროს თუ სხვა წამყვანი ორგანიზაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სხვადასხვა დონის ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე.

სწორედ, სხვადასხვა მისიაში მონაწილეობამ გახადა მიმზიდველი თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან. მისიებში მონაწილე ოფიცრების, სერჟანტებისა და კაპრალ-რიგითების პროფესიონალიზმი აყალიბებს და ამყარებს ნდობას ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს შორის. ეს ნდობა კი საბოლოო წარმატების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია.

იმედია, JTEC ღირსეულად ჩაებმება დაწყებულ დიდ საქმეში და კიდევ ერთ წარმატებულ ფურცელს ჩაწერს ქართული ჯარის ისტორიაში.

ავტორები: პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე,
ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი დუმბაძე

R


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
JTEC   არის პასუხი იმაზე თუ რა სჭირდება საქართველოს[R]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]
'კომპეტენცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ერთიანობა' [R]
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]