FM97.5 / LIVE

1 იანვრიდან შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნები გაიცემა

მთავარისაზოგადოება 26.12.2015
შსს-ს მომსახურების სააგენტო, 2016 წლის 1 იანვრიდან, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს.

1 იანვრიდან შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნები გაიცემა

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ახალი სანომრე ნიშნები ევროპული სახელმწიფოების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით გაიცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ, განახლებულ სარეგისტრაციო ნიშანს მარცხენა მხარეს გასდევს ლურჯი ზოლი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო ქვედა ნაწილში - საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. სარეგისტრაციო ნიშანზე, მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე წითელი ფერით დაიწერება სერია და 4 ციფრიანი ნომერი.

შსს–ს ინფორმაციით, უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალ შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშანს აქვს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

განახლებული ტრანზიტული ნომრის სერია სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიწყება ლათინური ასოებით „GE“, ხოლო მოტოციკლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლათინური ასო „G“.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური და ვადები არ იცვლება. შიდა ტრანზიტით სარგებლობის საფასური ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1 დღეზე კვლავ 1 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ შსს–ში.

აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშანი მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა, 2016 წლის 1 იანვრიდან კი ცვლილება შიდა ტრანზიტულ ნიშანს შეეხება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს
1-ელ მაისამდე შემოყვანილი ტრანსპორტის განბაჟების ვადა გახანგრძლივდა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება
პარლამენტი მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
საბერძნეთმა საქართველოს მიმართ წინააღმდეგობა მოხსნა
18 მაისიდან მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება