FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლების აქციამ სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა

მთავარისამართალი 21.10.2015
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლების საპროტესტო აქციამ, ახალციხის რაიონული სასამართლოს შემდეგ, ჯერ პროკურატურასთან, ახლა კი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა.

ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლების აქციამ სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა

გარდაცვლილის ახლობლების მოთხოვნა იგივეა, ნინოწმინდაში დაკავებული სამი ახალგაზრდა, გასამართლდეს არა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, არამედ, დანაშაულში მონაწილეობისთვის.

„სამართლიანად ჩატარდეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღს ჩვენც ავიღებთ ხელში“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გარდაცვლილის და მანია აკობიანი და მისი შვილი, ამ დროისთვის სამხარეო სამმართველოს შენობაში შეიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი სამხარეო სამმართველოს უფროსს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეზე დაკავებულების პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა, პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. პროცესის გადადებას გარდაცვლილის ახლობლების პროტესტი მოჰყვა.

ტრანსფარანტებით: „ჩვენ აღარ გავჩუმდებით“, სამცხე–ჯავახეთში მოვითხოვთ სამართლიანობას','სამცხე–ჯავახეთის სამართალდამცავი ორგანოები, რეგიონული პოლიცია და პროკურატურა მოქრთამულია“, – გარდაცვლილის ახლობლებმა აქციები ჯერ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართეს. ისინი პროკურორის მამუკა ქომოშვილის გამოუცხადებლობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი სარქის აკოფიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან, დღისით ჩაცხრილეს. რამდენიმე დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა სოფელ განძაში, კარაპეტიანი, იგიტიანი და ნალბანდიანის დააკავეს. სამივე მათგანს სსკ–ის 376–ე მუხლით ედება ბრალი, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ნალბანდიანს კი გარდა 376–ე მუხლისა, ბრალს 353–ე მუხლით, პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმისთვისაც სდებენ.

[ვარლამ წილკაური, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლების აქცია ახალციხის სასამართლოსთან
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლებმა აქციების გამართვა გადაიფიქრეს
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ახალციხის სასამართლოში ვითარება განიმუხტა – ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლები სასამართლოს ტოვებენ
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეში ბრალდებულები გაამართლეს
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის
ახალქალაქში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის საქმეში გამართლებულების განაჩენს სააპელაციო განიხილავს