FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საცურაო კომპლექსი: პრეისტორია და პრობლემები

მთავარიეკონომიკა 26.10.2012
ახალქალაქის საცურაო კომპლექსი ერთი თვის წინ, ორი წლის დაგვიანებით, ყოველგვარი საზეიმო ცერემოონის გარეშე გაიხსნა. მისი მშნებლობის საქმეს კი საგამოძიებო სამსახური იკვლევს

ახალქალაქის საცურაო კომპლექსი: პრეისტორია და პრობლემები
პრობლემები და ექსპლუატაცია

ახალქალაქის საცურაო კომპლექსი ზედმეტი ხმაურის გარეშე გაიხსნა და იქ საცურაოდ ბავშვებიც და უფროსებიც უკვე დადიან. თანამშრომელთა შტატი დაკომლექტებულია. კომპლექსს ყავს ბუღალტერი, მედდა და მწვრთნელი მამაკაცებისთვის, ჯერჯერობით არ არის მხოლოდ ქალბატონების მწვრთნელი.

საცურაო კომლექსი ორი აუზისგან შედგება. ერთი აუზი უფროსებისთვისაა განკუთვნილი, მცირე აუზი კი პატარებისთვის. არის გასახდელები და შხაპის კაბინები.

აუზში საცურაოდ შესასვლელად საჭიროა დაბადების მოწმობა, ფოტოსურათი და ცნობა საავადმყოფოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

”იქნება ქალების და მამაკაცების დღეები, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია გადაწყვეტილი. ბავშვებს ცნობის გარეშე არ ვიღებთ, ამის შესახებ საავადმყოფოს მთავარი ექიმი გაფრთხილებულია. ცნობა უნდა მოწმობდეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია. ცნობის მოტანის შემდეგ ბავშვებს მეც ვსინჯავ, რათა დავრწმუნდე, რომ ცნობის მონაცემები სინამდვილეს შეეფერება. მოცურავეებზე პასუხს არ ვაგებ, ეს პასუხისმგებლობა საავადმყოფოს ეკისრება”, - ამბობს კომპლექსის მედდა სვეტლანა კეიანი.

საცურაო აუზში უკვე ჩაწერილია 14 წლამდე ასაკის 29 ბავშვი სამ ჯგუფში. მედდა სვეტლანა კეიანის თქმით, ცურვაზე სიარულის მსურველები ბევრნი არიან.

საცურაო კომპლექსის დირექტორი აშოტ ხანოიანი ამბობს, რომ აუზების შესანახად სახელმწიფომ წელიწადში 120 ათასი ლარი გამოყო. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მშენებლებს სავენტილაციო სისტემის გაყვანისას შეცდომა რომ არ დაეშვათ. ამიტომ საცურაო კომპლექსის გასანიავებლად იძულებულნი არიან, ფანჯრები გააღონ. ცუდი ვენტილაციის გამო ახალი შენობის კედლებზე ნესტის ნიშნები უკვე შეიმჩნევა.

”აუზი უკვე ერთი თვეა მუშაობს. მისი ექსპლუატაციის ხარჯის ანაზღაურება სახელმწიფომ იკისრა. მაგრამ გასაკეთებელი ბევრია, სადღაც რაღაც დაზიანდა, საჭიროა რემონტი. ვენტილაცია ცუდად მუშაობს. თუმცა ყველაფერი ნელნელა ნორმაში დგება. ჯერჯერობით სააბონენტო გადასახდელი დაწესებული არ არის, ყველას შეუძლია და დადიან კიდეც საცურაოდ. საკრებულოს სხდომა ჯერ არ ჩატარებულა, რომ სააბონენტო გადასახდელი დაწესდეს. სავარაუდოდ ეს იქნება 50 ლარი თვეში უფროსებისთვის და 25 ლარი ბავშვებისთვის”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი.

მეორე პრობლემა მკაცრი ახალქალაქური ზამთარია. როგორ იმუშავებს საცურაო აუზი ზამთრის ყინვებში, უცნობია. დირექტორი აშოტ ხანოიანი გვარწმუნებს, რომ საცურაო კომპლექსი ზამთარშიც იფუნქციონირებს და ვენტილაციის პრობლემასაც მალე მოაგვარებენ.

ტენდერი და მშენებლობა


საცურაო აუზის გახსნას ახალქალაქელები თითქმის ორი წელი ელოდნენ. თავდაპირველად, მოგებული ტენდერის პირობების თანახმად, კომპლექსი ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა გახსნილიყო. თუმცა საცურაო კომპლექსის მშენებლობა თითქმის ორი წელი გაჭიანურდა.

მშენებლობის გაჭიანურების მიზეზის, შესრულებული სამუშაოსა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ და საცურაო კომპლექსის მშენებლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ქსეროასლი მოვითხოვეთ.

2012 წლის 17 ივლისს გაკეთებული #15 მოთხოვნის საპასუხოდ 2012 წლის 17 ოქტომბერს მივიღეთ #785 პასუხი: `გაცნობებთ, რომ ტენდერის ჩატარების შეკვეთასთან და ქალაქ ახალქალაქის მალხასიანის ქ. #2 მისამართზე ასაშენებელი დახურული საცურაო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს #11/ა-106-12 განჩინებით, 2012 წლის 19 ივნისს ამოღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მხარის საგამოძიებო სამსახურის მიერ (ამოღების ოქმი თარიღდება 2012 წლის 21 ივნისით)~, - ვკითხულობთ ჩვენს მოთხოვნაზე მიღებულ პასუხში.

ახალქალქის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ პროექტის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეთავაზებული იყო 928 ათასი ლარის ოდენობით. 2010 წლის 14 ივლისს ტენდერში გაიმარჯვა ფირმამ შპს `გ ლ კონსტრაქშენი~ თანხით 838 ათასი ლარი. საცურაო კომპლექსის მშენებლობის დასრულების ვადა 2010 წლის ნოემბრის ბოლო უნდა ყოფილიყო. დაფინანსება შერეული იყო: 500 ათასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დანარჩენი 338 ათასი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

თუმცა კომპანიამ მითითებულ ვადაში მშენებლობა ვერ დაასრულა და 2010 წლის დეკემბერში თვეში 16,750 ლარით დაჯარიმდა. იმავდროულად ზამთრის პერიოდში სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა და 2011 წლის მაისისთვის იქნა გადატანილი სამუშაოების ბოლომდე დასრულების ვადამდე ყოველთვიური ჯარიმის გადახდის პირობით, რაზეც კომპანიის დირექციამ თანხმობა განაცხადა.

სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ 2011 წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა, რაც ნიშნავდა, რომ ჯარიმის გადახდის დაწყებისთვის დადგენილი ვადიდან 4 თვე გავიდა.

`თუმცა 4 თვის განმავლობაში დარიცხული ჯარიმა 67 ათასი ლარის ოდენობით კომპანიამ არ გადაიხადა, რის გამოც საქმე სასამართლოს გადავეცით. ამჟამად დახურული საცურაო კომპლექსი ფუნქციონირებს. ცურვის მსურველები მიღებულნი არიან (200-მდე ბავშვი), ცურვაში რეგულარული მეცადინეობები დაწყებულია~, - ვკითხულობთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხში.

ახალქალაქის საცურაო კომპლექსი: პრეისტორია და პრობლემები
[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცურაო აუზი აშენდება
ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისთვის  საპროექტო დოკუმენტების მომზადება მარტში დასრულდება
‘საცურაო აუზის მშენებლობისთვის დონორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს’ - მგფ
რა ეტაპზეა საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა
ახალციხეში საცურაო აუზის ასაშენებლად 11 მლნ ლარი განისაზღვრა
ახალციხეში საცურაო აუზის ასაშენებლად დონორი მოიძებნა