FM97.5 / LIVE

ხვალიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება

მთავარიეკონომიკა 24.10.2012
ხვალიდან, 25 ოქტომბრიდან, ოთხი დღის განმავლობაში, ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ

ხვალიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება
სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალციხის სერვის-ცენტრის თანამშრომლები, მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ მეწარმეებსა და დაწესებულებებს ორი დღეა აფრთხილებენ.

25 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, დილის 10.00-დან 14.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ თამარაშვილის, მესხეთის, კოსტავასა და ცხრაა აპრილის ქუჩებს. ასევე, ე.წ. მარდის დასახლებას. ამავე საათებში დენი არ ექნებათ სოფლებს: ღრელს, ანდასა და ანდრიაწმინდას.

დღის მეორე ნახევარში, 14.00-დან 18.00- საათამდე ელექტროენერგია ქალაქის გარე უბნებს შეუწყდებათ, კერძოდ საბარგო სადგურისა და რაბათის დასახლებას. ასევე სოფლებს: კლდეს, წნისს, სხვილისს, ურაველს, ღრელს, დიდ და პატარა პამაჯს.

შეზღუდვები გაგრძელდება 26 ოქტომბერსაც. ამ დღეს 10.00-დან 18.00 საათამდე, გაითიშება ცხრა აპრილისა და ზარზმელის ქუჩები. გამორიცხული არ არის შეფერხება ქალაქის სხვა ქუჩებსაც შეეხოს.

30 ოქტომბერს 12.00-დან 18.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყდება.

31 ოქტომბერს კი 10.00-დან 18.00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ ქალაქის ნაწილსა და სოფელ ღრელს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალციხის სერვის-ცენტრში შეფერხებებს
ქვესადგურ „ახალციხეში“ გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნიან. მათი განცახდებით, სამუშაოები ოთხ დღეს გასტანს და ამ დროს, პერიოდულად, იმ დასახლებებს შეუწყდებათ ელექტორენერგიის მიწოდება, რომელთა მიმწოდებელი ფიდერებიც გაითიშება. ”ენერგო-პრო ჯორჯიაში” ამბობენ, რომ შესაძლო გათიშვების შესახებ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და კომერციული ცენტრები ინფორმირებულია.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ახალციხესა და ვალეში ელექტროენერგია გაითიშება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ხვალ ახალციხეში რამდენიმე საათით ელექტროენერგია გაითიშება
ახალქალაქისა  და ნინოწმინდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქალაქ ახალციხესა და ახალციხის სოფლებში, 2 საათით დენი გაითიშება
ახალციხესა და ბორჯომს, 20–22 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება