FM97.5 / LIVE

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

მთავარირეკლამა 24.07.2015
საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას
სწორედ ამიტომ, 2011 წელს, ფონდის _ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" ინიციტივით და ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში". პროექტს "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" და "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" ახორციელებდნენ. პროექტის მიზანი საკუთრების უფლების დაცვის, ამ უფლების დაცვის გარანტიების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განსახლების პოლიტიკის შემუშავება გახლდათ.

2004-2012 წლებში ქონების იძულებით დათმობის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის და ჩუქების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი, რომლებსაც პროექტის ფარგლებში თავი მოეყარა, გაანალიზდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შემუშავდა.

2004-2012 წლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ქონებების საკითხი კვლავ ბუნდოვანია. დაზარალებულ მოსახლეობას ამ დრომდე არ აქვს კითხვაზე პასუხი _ დაუბრუნებს თუ არა სახელმწიფო იძულებით დათმობილ ქონებას, ან რა სახით მოხდება მათი უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რას აკეთებს სახელმწიფო შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების და შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" პროექტის მენეჯერი გია გვილავა:

_ ჩვენ, ამ პროექტის ფარგლებში, გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, ვინ, რა ქონება და დროის რა მონაკვეთში გადასცა სახელმწიფოს სიმბოლურ თანხად ან საერთოდ უსასყიდლოდ. ყველა ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში ინახება. მონაცემები მოიცავს 2004 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში გახორციელებულ ტრანზაქციებს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონება და წილები, ასევე, მოთხოვნის უფლებები უსასყიდლოდ იყო სახელმწიფოსთვის გადაცემული, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარზე და ათეულობით მილიონ დოლარზე მეტია. თუმცა, ეს არის ამ ქონების ოფიციალური საბაზრო ღირებულება. მაგრამ რეალურად შესაძლებელია, გაცილებით მეტი თანხა ყოფილიყო. არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფიზიკური პირი გადასცემს 12-15 მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უსასყიდლოდ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასეულობით ავტომობილია სახელმწიფოსთვის გადაცემული ასევე უსასყიდლოდ, ან როდესაც დედაქალაქში არის დაფიქსირებული უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები. მაგალითად, დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ერთ-ერთმა პირმა, ასევე, რამდენიმე კომერციული ფართი რუსთაველის გამზირზე და ცენტრალურ ადგილებში. არის შემთხვევები, რეგიონებშიც, სადაც სახელმწიფოს მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა.

_ დარღვევა ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხში იკვეთება თუ არის გამონაკლისებიც?

_ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ეს იყო ზუსტად ის შემთხვევები, რომლებიც გარკვეულ ზეწოლასთან იყო დაკავშირებული ფიზიკურ პირზე ან ბიზნესზე. თუმცა, ჩვენს კვლევებში ასეულობით ტრანზაქციაა მოცემული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემაა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც თავისი სურვილით გადასცემდნენ პირები სახელმწიფოს მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ქონება პირებს იძულებით დაათმობინეს. ჩვენი კვლევის მიზანი პრობლემების აღმოჩენა იყო და ვფიქრობთ, ამას მივაღწიეთ. გამოვიტანეთ სააშკარაოზე იმ ქონების მოცულობა, რომელიც ძალიან დიდი ღირებულებისაა და უსასყიდლოდ არის გადაცემული სახელმწიფოსთვის.

_ მიმართეს თუ არა ამ პირებმა სახელმწიფოს ქონების დაბრუნების მოთხოვნით 2012 წლის შემდეგ?

_ ჩვენ ცალკე დაგვიკავშირდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც მიმართეს პროკურატურას განცხადებით, თუმცა, რა შედეგი დადგა, ეს ინფორმაცია აღარ გვაქვს. ასევე, ჩვენც გვქონდა რამდენიმე ფაქტზე განცხადება პროკურატურაში შეტანილი _ ეს ეხება ანაკლიის, საირმისა და გონიოს ტერიტორიებზე გახორციელებულ ტრანზაქციებს. გამოვაქვეყნეთ კიდეც პატარა ვიდეოკლიპი, სადაც დაზარალებულები პირდაპირ საუბრობენ ზეწოლაზე, რომ მათ მუქარით აიძულეს სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება, თუმცა, არცერთ ამ ფაქტზე პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ გვინახავს. არც კი ვიცით, დღეს გამოძიების რა ეტაპზეა ეს საქმეები.

_ აღნიშნული საკითხით მთავარ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტი არ დაინტერესდა?

_ სანამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნებოდა, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან. მაშინ ოფიციალურადაც აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა საქმეების გამოძიება, თუმცა, საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, ის დროში ჭიანურდებოდა. ახალ დეპარტამენტსაც, დაახლოებით, იგივე პასუხი აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა მათ წინაშე. როდის მიენიჭება ამ საქმეებს პრიორიტეტი ან როდის მოუწევს გამოძიება, არ ვიცით. მათ მიერ რამდენიმე საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალიან ცოტაა, რადგან პრობლემა რეალურად გაცილებით მეტია.

_ დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებდა. თუ არის საქმე წარმოებაში მიღებული და რა ეტაპზეა ის?

_ რამდენიმე საქმე არის წარმოებაში მიღებული. ერთ-ერთი ანაკლიის საქმეზე, სადაც პირს 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. ქონების ჩამორთმევა ამ შემთხვევაში განსხვავებული ფორმით მოხდა. საკუთრების უფლება ნამდვილად შეიზღუდა და ამ ადამიანმა ეს საქმე ორი წლის წინ სტრასბურგში გაასაჩივრა. ეს პროცესი ჯერ არ მიმდინარეობს. კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც საია-მ გააგზავნა ევროსასამართლოში. ხშირად იყო ის პრობლემებიც, რომ სასამართლო სისტემის გავლით ვერ ხერხდებოდა დარღვეული უფლების აღდგენა. ძალიან ბევრმა არ იცოდა პროცედურები, არ ჰქონდათ გასაჩივრების რესურსი და ვადები გაუშვეს, რის გამოც პროცესები წაგებული აქვთ. მათ ამის შემდეგ ვერ ან არ გაასაჩივრეს სტრასბურგში. თუმცა, ეს ადამიანები რეალურად დაზარალდნენ. ეს პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობას ეხება.

_ რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ პროექტის ფარგლებში და შემდგომ გაცემულ რეკომენდაციებს, რამდენად ითვალისწინებს მათ ახალი ხელისუფლება?

_ ამ კუთხით ძალიან ბევრი რეკომენდაცია არსებობს, მათი დიდი ნაწილი ექსპროპრიაციას ეხება. ამ კუთხით, კანონზე რეალურად მუშაობა, რამდენადაც ვიცი, არ მიმდინარეობს და ისევ ის კანონი გვაქვს, რაც წლების განმავლობაში იყო. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, ძირითადად, ჩვენი მოთხოვნა იყო გამოძიება დაწყებულიყო და აღდგენილიყო ხალხის უფლებები. თითქოს გადაიდგა ნაბიჯები მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნით, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არ გვაქვს. გასაგებია, რომ ბევრი საქმეა, მაგრამ ამ დეპარტამენტის შემთხვევაში, არ ვიცით, როგორ და რა საქმეებს ანიჭებენ პრიორიტეტს, ვინ წყვეტს ამას და რატომ არის ეს საქმეები ნაკლებმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციების დიდი ნაწილი ძალაში არ არის. პრობლემების ნაწილი ეხება ექსპროპრიაციას, ნაწილი _ განსახლების პრობლემას, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ა. შ. ამ კუთხით უზენაეს სასამართლოს აქვს კარგი პრაქტიკა და ნაწილობრივ ეს მოგვარებულია, თუმცა, საკანონმდებლო დონეზეც უნდა მოგვარდეს. ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, თუ კანონმა არ გაითვალისწინა და მიწის კადასტრი და საჯარო რეესტრის მუშაობის პრინციპი ამ კუთხით არ გაუმჯობესდა.

_ რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, დაზარალებულ პირებს სახელმწიფომ ზიანი აუნაზღაუროს?

_ ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია. ჩვენ ჯერ ის პრობლემა გვაქვს, რომ რეალურად არ ვიცით, რამდენი ადამიანია დაზარალებული _ ეს არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ ვიცით, რა თანხაა საერთო ჯამში კომპენსაციის სახით გაცემული. ის, რაც ჩამოერთვათ, გასაგებია, მაგრამ მარტო უძრავი ქონებაც არ არის პრობლემა. თუ დადასტურდა სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავების ჩარევა, მაშინ გამოდის, რომ ეს ზიანი უნდა აანაზღაურონ. თუ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინ რამდენად არის სახელმწიფო ამ ზიანის ანაზღაურებისთვის მზად? თეორიულად, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, პრაქტიკულად რამდენად გახორციელდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი სათქმელია.


კომიქსის ავტორი რუსუდან ხიზანიშვილი

მასალა მომზადებულია პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო". პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.



დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას
დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობასდაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად განხორციელება - ძალიან რთული
დაკანონებული იძულება – რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში
საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს
საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას  წარმოადგენს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
რა დაუჯდა სახელმწიფოს ‘ქართუსთან’ გარიგება
პროცესი ჭიანურდება - ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!