FM97.5 / LIVE

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

მთავარისამართალი 27.06.2015
შსს–ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით 6 პირი დეეკავეს.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლი „ვალე“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ექვსი პირი დააკავეს. ირანის ისლამური რესპუბლიკის 3 მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული ტოჰიდ ე, 1971 წელს დაბადებული ნაჰარინ მოჰჰამად ა, 1959 წელს დაბადებული სეიედ რაზავი მირ ქ. და საქართველოს 3 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ცოტნე პ, 1990 წელს დაბადებული ნიკა ბ. და 1957 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში საზღვარზე გადასვლისას, ხოლო საქართველოს მოქალაქეები თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქეები: ტოჰიდ ე. ნაჰარინ მოჰჰამად ა. და სეიედ რაზავი მირ ქ. საქართველოს მოქალაქეების: ცოტნე პ-ს, ნიკა ბ-ს და ალექსანდრე ა-ს. დახმარებით საქართველოში ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაჰქონდათ. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული პირები უკანონო იარაღის საქართველოში შეძენას და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეალიზაციას პერიოდულად აწარმოებდნენ.

სამართალდამცველებმა ტოჰიდ ე-ს დროებითი საცხოვრებელი ბინისა და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 520 საბრძოლო ვაზნა, ნაჰარინ მოჰამად ა-ს და სეიედ რაზავი მირ ქ-ს მართვის ქვეშ მყოფი ირანის რესპუბლიკის კუთვნილი ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის კუთვნილი ავტობუსის ჩხრეკისას 200 საბრძოლო ვაზნა და „ჩე-ზე 500“-ის მოდელის შაშხანა, ხოლო ალექსანდრე ა-ს საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 51 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

შსს–ში განმარტავენ, რომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის-ტარების, გასაღების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ბორჯომში შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო იარაღი და ვაზნები ამოიღო
შსს-მ ადიგენში ორი პირი დააკავა
შსს-მ ბორჯომში უკანონო იარაღი ამოიღო
პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს