FM97.5 / LIVE

3 ივნისს ახალციხეს აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრება

მთავარისაზოგადოება 02.06.2015
ამერიკის დღეებთან დაკავშირებით, ახალციხეში 3 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ელოდებიან. რიჩარდ ნორლანდი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

3 ივნისს ახალციხეს აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრება
ამერიკის დღის აღსანიშნავად ხვალ, 3 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის კონფერენცია ჩატარდება, ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება; 15:00 საათზე ახალციხის ციხეზე საინფორმაციო ბაზრობა მოეწყობა, სადაც გამოფენილი იქნება აშშ-ს მისიის საგანმანათლებლო, გაცვლითი, საგრანტო და სხვა პროგრამების სტენდებს.

ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საინფორმაციო ბაზრობებზე წარმოდგენილი იქნება ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების, დემოკრატიის განვითარების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური ზრდის პროექტები და მათი ბენეფიციარები. მოსახლეობას საშუალება ექნება საელჩოს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს ინფორმაცია საგანმანათლებლო, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ.

18:00 ახალციხის ციხეზე დაიწყება კონცერტი - მუსიკალური ბენდების „Dangerflow“ და „Sea2Sea Dancers“ მონაწილეობით.

ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრება. ელჩს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ქალაქის მერიის წარმომადგენლები უმასპინძლებენ.

ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით 2 ივნისს ზუგდიდიდან დაიწყო, ახალციხის შემდეგ კი ღონისძიებები 4 ივნისს გორში გაიმართება. ხოლო 6 ივნისს თბილისში, რიყის პარკში ამერიკის დღეების დასკვნითი ღონისძიება მოეწყობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო
ამერიკის დღეები ახალციხეში ამერიკანისტიკის კონფერენციით გაიხსნა
სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
ამერიკის დღეები ახალციხის ციხეზე [Photo]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადაეცემათ
ამერიკის ელჩი მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეხვდა