FM97.5 / LIVE

ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით ახალციხეში საგადასახადო დავები განიხილეს

მთავარიეკონომიკა 17.03.2015
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით, დღეს, 17 მარტს, ახალციხის გადამხდელთა მომსახურების სერვისცენტრში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.

ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით ახალციხეში საგადასახადო დავები განიხილეს

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრებმა სამცხე – ჯავახეთში მცხოვრები 10 – მდე მეწარმის საგადასახადო დავა განიხილეს. საბჭო ბიზნესმენებს შედეგებს ხუთი დღის ვადაში აცნობებს.

„კომისიის წევრებს ჩემი პრობლემა მოვახსენე, დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი. როგორც მითხრეს, პასუხს რამდენიმე დღეში მაცნობებენ. ზოგადად ეს ინიციატივა ძალიან კარგია, რადგან აღარ მოგვიწევს თბილიში წასვლა, ლოდინი. აქ ადგილზვე განიხილავენ ჩვენს საქმეს“, – ამბობს მეწარმე ნერსეს გონციანი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაა. მიზანი საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობა და გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა.

ნოდარ ხადური ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონებში მცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შეტანილი საჩივრების განსახილველად დედაქალაქში ჩასვლა აღარ სჭირდებათ. ეს კი მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.

„ბიზნესმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო არის მისი მეგობარი და თანამოაზრე. იმისთვის, რომ ბიზნესი არ მოცდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ რეგიონებში ჩავიდეთ და ადგილზე მოვისმინით მცირე და საშუალო ბიზნესმენების პრობლემები და მოსაზრებები. მოგეხსენებათ, რომ მათ არ აქვთ იმის საშუალება, დაიქირავონ კარგი იურისტები და ბუღალტრები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით ახალციხეში საგადასახადო დავები განიხილეს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შვიდ დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 381 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა
[sknews.ge]შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს
ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა
7 დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 276 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა