FM97.5 / LIVE
გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახის წევრებმა ესპერტიზის პასუხი და რატომ ითხოვენ დაზარალებულები საქმიდან ადიგენის რაიონული სამმართველოს აცილებას. რაში ადანაშაულებს გარდაცვლილის დედა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს და რას პასუხობენ შსს-ში მას;">

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ

მთავარისამართალი 14.04.2014
რატომ ვერ ნახეს გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახის წევრებმა ესპერტიზის პასუხი და რატომ ითხოვენ დაზარალებულები საქმიდან ადიგენის რაიონული სამმართველოს აცილებას. რაში ადანაშაულებს გარდაცვლილის დედა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს და რას პასუხობენ შსს-ში მას;

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ
ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახის წევრებმა ექსპერტიზის დასკვნის ნახვის შესახებ პროკურატურიდან უარი მიიღეს. ენდელაძეებს წერილი, რომელსაც ხელს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი აწერს, 12 აპრილს ჩაბარდათ. როგორც გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე ამბობს, წერილში წერია, რომ ექსპერტიზის დასკვნის ნახვის უფლება, მხოლოდ ბრალდებულს და მის ადვოკატს აქვთ.

ვინ ცრუობს?

ნაზი აბუთიძე აცხადებს, რომ მათ ექსპერტიზის პასუხს შეგნებულად უმალავენ: „ვიდრე ექსპერტიზის პასუხი იქნებოდა, ყოველდღე ვაკითხავდი ადიგენის რაიონულ სამმართველოს. უფროსი ირაკლი ქირია და მოადგილე აკაკი ფხიკიძე მპირდებოდნენ, რომ როგორც კი მოვიდოდა დასკვნა, მაშინვე მაჩვენებდნენ“.

აბუთიძის თქმით, ადიგენის რაიონულმა სამმართველომ პასუხი 28 მარტს, პარასკევს, 22:00 საათზე მიიღო: „მაშინვე დამირეკა ფხიკიძემ, პასუხი მივიღეთ, ხვალ წამოგიყვანთ და გაჩვენებთო. შაბათს 2 საათზე ამოვიდნენ და პროკურატურაში წამოგვიყვანეს, მაგრამ ექსპერტიზის პასუხი არ გვაჩვენეს. გვითხრეს ნახვის უფლება გაქვთ, მაგრამ უკვე თბილისში გავგზავნეთ, იქ სხვა ექსპერტებთან ერთად კიდევ უნდა განიხილონო. ამიტომ წერილი დავწერეთ პროკურორის სახელზე და პასუხი ოფიციალურად გამოვითხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ“.

კითხვით, თუკი ესპერტიზის პასუხის გაცნობას აქამდე პირდებოდნენ, რატომ უთხრეს უარი ახლა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, „სამხრეთის კარბიჭემ“ შსს-ს და პროკურორს კახა ლეკიშვილს მიმართა.

„ადიგენის სამმართველოს თანამშრომლებმა ნამდვილად დაურეკეს ენდელაძეებს, რომ პასუხი მზად იყო, მაგრამ მათ ეს დასკვნა ხელში არ ჰქონდათ, პასუხი მაშინვე თბილისში დარჩა ექსპერტული კომისიის განსახილველად. ამიტომ ვერ ეტყოდნენ, სამმართველოს წარმომადგენლები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომ ექსპერტიზის დასკვნას გაჩვენებთო“, - გვიპასუხეს შსს-ს პრესსამსახურში.

ლეკიშვილმა კი გვითხრა, რომ პასუხი რაც უნდა გაეცა, წერილში უკვე დაწერა. კითხვა კი იმის შესახებ, არსებობს თუ არა საქმეში ბრალდებული, რომელიც ექსპერტიზის პასუხს გაეცნობა, უპასუხოდ დატოვა.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მათი შვილის ექსპერტიზის პასუხის გაცნობის უფლება აქვთ: „კანონი არ კრძალავს, რომ დაზარალებული გაეცნოს საქმის მასალებს“.

რა შუამდგომლობით მიმართა ოლქის პროკურორს გარდაცვლილის ოჯახმა

მისივე თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს განზრახ მკვლელობაა და არა ავტოსაგზაო შეთმხვევა, როგორც ამას ადიგენის რაიონული სამმართველო იძიებს: „მკვლელობის საქმეებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამამრთველო და არა რაიონული სამმართველო იძიებს“.

ამიტომ დღეს, 14 პარილს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორს შუამდგომლობით მიმართეს და საქმიდან ადიგენის რაიონული სამამრთველოს აცილება მოითხოვეს. ენდელაძეებს შუამდგომლობის დაწერაში სამარჯიშვილი დაეხმარათ.

„ასევე ვითხოვთ, მიგვითითოს პროკურორმა კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც მშობლებს არ აქვთ უფლება გარდაცვლილი შვილის ექსპერტიზის პასუხი ნახონ, - გვითხრა სამარჯიშვილმა და დაამატა - საქმის მიმართ რომ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ, იქიდანაც ჩანს, რომ აქამდე ამ კატეგორიის დანაშაულს ადიგენის სამმართველო იძიებს და არა სამხარეო მთავარი სამმართველო“.

იყო თუ არა 16 დეკემბრის ღამეს შემთხვევის ადგილზე სამხარეოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე

პროკურატურას შუამდგომლობით მიმართეს, რომ საქმე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ გამოიძიოს, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძესაც ადანაშაულებს იმაში, რომ საქმეს ამ დრომდე მკვლელობის ნაცვლად ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით იძიებენ.

„როცა ვკითხე თემურ კალანდაძეს, თუ სად იყო პოლიცია იმ ღამეს, როცა შემთხვევა მოხდა და რატომ არ დაინტერესდა მაშინვე გამოძიება მომხდარით, მიპასუხა, იმ ღამეს მეც იქ ვიყავიო - ამბობს ნაზი აბუთიძე და ამატებს - თუ იქ იყო და იცოდა რაც მოხდა, საქმის გამოძიება მაშინვე რატომ არ დაიწყეს?! მშობლებისთვის მაინც არ უნდა ეკითხათ თქვენ შვილს რა დაემართაო?! როცა ბესო უგონოდ გადავიყვანეთ საავადმყოფოში იქ არცერთი პოლიციელი და გამომძიებელი არ მოსულა“.

შსს-ში ადასტურებენ, რომ 16 დეკემბრის ღამეს თეიმურაზ კალანდაძე, იმ ადგილზე სადაც ბესო ენდელაძე უგონო მდგომარეობაში ნახეს, ნადმვილად იყო, ოღონდ იქ შემთხვევით მოხვდა: „იმ დღეს გვერდით სოფელში კალანდაძე სხვა საქმის გამო იყო. უკან დაბრუნებისას გზაზე ამ სიტუაციას შემთხვევით შეესწრო. მაშინ უკვე ბესო ენდელაძე იქიდან გადაყვანილი ჰყავდათ“.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი ვარხანში მცხოვრებმა ა. ბ-მ მოკლა, თუმცა, იმის გამო, რომ მის მამას გ.ბ-ს ბევრი ფული აქვს, საქმის გამოძიება ისე მიმდინარეობს, როგორც მას უნდა.

„გ.ბ. ტრაბახობს კიდეც სამინისტროდან დაწყებული ბოლომდე საქმე "მოყომარებული" მაქვსო“, - ამბობს ნაზი აბუთიძე.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბესო ენდელაძე 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ შედის ჩიხში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის გამოძიება
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი პროკურატურის წინააღმდეგ
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახს გამოძიების ვერსიის აღარ სჯერა
სასამართლო პროცესი დაზარალებული მხარის მონაწილეობის გარეშე