FM97.5 / LIVE

თავდაცვის სამინისტრო რეგულაციებს ამკაცრებს – COVID-19

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 11.09.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში კორონავირუსის მომატებული შემხთვევების გამო ბრძანება გამოსცა, რომელიც თავდაცვის ძალებისთვის რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტრო რეგულაციებს ამკაცრებს – COVID-19

ღარიბაშვილმა ბრძანებას ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. რეგულაციები საკონტროლო გამშვებ პუნქტებში თერმოსკრინინგის გამკაცრებას, პირბადეების ტარებას და სხვა შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ბრძანებაში ნათქვამია:

1. საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შემთხვევების გავრცელების მატებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოცემული რეგულაციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შესრულებასთან დაკავშირებით, გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) გამკაცრდეს საკონტროლო გამშვებ პუნქტებში თერმოსკრინინგი;
ბ) რეგულარულად განახლდეს დეზინფექტანტით შენობების შესასვლელებთან განთავსებული დეზობარიერები და ხელის სადეზინფექციო დისპენსერები;
გ) სავალდებულო გახდეს ყველა ტიპის დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება;
დ) განხორციელდეს ყველა ტიპის დახურული საყოფაცხოვრებო სივრცის (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების) ბუნებრივი ან/და ხელოვნური უწყვეტი ვენტილაცია;
ე) განხორციელდეს ხელსაბანების ცხელი წყლით უზრუნველყოფა, ასევე ხელის დასაბანი და გასამშრალებელი ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება, მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების დროულად დაცლა და დეზინფიცირება;
ვ) უზრუნველყოფილ იქნეს შენობებისა და საცხოვრებელი სათავსების მოაჯირების, კარის სახელურებისა და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სველი წესით რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარით ხშირი დამუშავება;
ზ) უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი პერიოდის განმავლობაში ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირების გადაყვანა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, პჯრ ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, განხორციელდეს მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა (არანაკლებ 2 კვირის), ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირების მიერ მათი სამსახურში გამოძახება;
თ) შვებულებაში გასაშვებ პირად შემადგენლობას ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი და მიეცეს რეკომენდაცია საეჭვო და რისკის შემცველ ზონაში, მათ შორის ეპიდკერებში მოგზაურობა/გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
ი) ეპიდაფეთქების კერიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობა გადაყვანილ იქნეს თვითიზოლაციაში ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად და თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, პჯრ ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, განხორციელდეს მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა (არანაკლებ 2 კვირის), ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირების მიერ მათი სამსახურში გამოძახება.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო (მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ) პირს დაევალოს:
ა) საყოფაცხოვრებო სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) აუცილებელი სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა;
ბ) მწვავე რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფროსს/ ხელმძღვანელს ან/და სამედიცინო სამსახურს;
გ) ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებულთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს/ხელმძღვანელს ან/და სამედიცინო სამსახურს;
დ) საეჭვო და რისკის შემცველ ზონაში, მათ შორის ეპიდკერებში შვებულების/მოგზაურობის/გადაადგილების შემთხვევაში, წარუდგინოს ხელმძღვანელს პჯრ ტესტირების შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების მიზნების გათვალისწინებით შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება და პირადი შემადგენლობისთვის გაცნობა.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო (მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული) პირების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო მართვის ცენტრს, აღნიშნული პირების თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დაცვის კონტროლი დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო თანამშრომელთა მხრიდან თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დაცვაზე მონიტორინგი განხორციელოს უშუალოდ ხელმძღვანელმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვს
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის
28 ქართველ სამხედროს ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა
შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება
ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

აგვისტოს ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625–ლარიანი პრემია მისცეს