FM97.5 / LIVE

თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად ბიზნეს აპი შექმნა ®

მთავარირეკლამა 03.09.2020
თიბისი აქ და ახლა ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ მობაილბანკის აპლიკაციას სთავაზობს. თიბისიმ ბიზნეს აპი ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას.

თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად ბიზნეს აპი შექმნა ®

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით ბიზნესებს, ვსწავლობდით თუ რა სჭირდებოდათ საქმიანობის გასამარტივებლად, რა ოპერაციებს ასრულებდნენ ყველაზე ხშირად და სად იყო გამარტივების შესაძლებლობა. ამას გარდა, მუდმივად ვიღებდით მათგან უკუკავშირს, რომ გაგვეგო როგორი მობაილბანკი სურდათ. დღეიდან უკვე მათ შეუძლიათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, დამოუკიდებელი ბიზნეს აპით ისარგებლონ,“ - ამბობს ლევან უგრეხელიძე, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის კაპიტანი.

ახალი აპი ბიზნესს სამ მთავარ სიახლეს სთავაზობს. პირველი ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტვივებს გადარიცხვების ტრადიციულ პროცესს არის ერთზე მეტი დავალების დადასტურება ერთი დიჯიპასის კოდით. თუ აქამდე საჭირო იყო ყველა დავალებისთვის ცალკე დიჯიპასის კოდი, ახლა უკვე შესაძლებელია დავალებების გაერთიანება/მონიშვნა და მათ დასადასტურებლად ერთი კოდი საკმარისი იქნება. ამ ფუნქციით შესაძლებელია კომპანიაში თანამშრომელთა ხელფასების გადარიცხვის დადასტურებაც.

მეორე ფუნქცია არის IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივად ანგარიშის ნომრის დასკანერება ფურცლიდან ან ეკრანიდან. IBAN სკანერი ანგარიშის ნომრის აკრეფასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.

მესამე ფუნქცია არის ბიზნესანგარიშების გადართვა აპიდან გაუსვლელად. როდესაც ერთზე მეტი ანგარიშის მფლობელი ხართ, განსაკუთრებით მოსახერხებელია, დარჩეთ აპლიკაციაში და ისე განახორციელოთ ოპერაციები სხვა ანგარიშებზე ან უბრალოდ შეამოწმოთ ისინი.

„თიბისი ყოველთვის სთავაზობს ბიზნესს ისეთ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობას უმარტივებთ. ეს პლატფორმაც ბიზნესის მხარდასაჭერად შევქმენით, რომ უკეთ მოვუსმინოთ მათ, მუდმივად ვიყოთ მათთან კომუნიკაციაში და გავიგოთ რა სჭირდებათ და რა არა. ამასთან ერთად, ბიზნეს აპი არის ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ რა ხდება მათ კომპანიაში. თიბისის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესს საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას,“ - ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ბიზნეს აპი მუდმივად განახლდება და მას ახალი ფუნქციონალები დაემატება, იმისდა მიხედვით თუ რა საჭიროებებები გამოიკვეთება. ბიზნეს აპით სარგებლობა უკვე შესაძლებელია, იგი ხელმისაწვდომია როგორც Android ისე iOS მომხმარებლებისთვის.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისის ბიზნეს აპი - დაადასტურეთ ერთზე მეტი დავალება ერთი დიჯიპასის კოდით ®
თიბისის ბიზნეს აპი IBAN სკანერის ფუნქციით ®

პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა  თიბისის მობაილბანკში უკვე შესაძლებელია ®

ყოველდღიური ანალიტიკა - სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში
თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს  უზრუნველყოფის გარეშე ®

თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს ®

250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია ®