
სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები. გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახებისა და მშობლების ინფორმირების უზრუნველყოფა სკოლის დირექციის მოვალეობაა.
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე სკოლის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.
კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების ინსტრუქცია/პროტოკოლი.
სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს:
– მაგიდა;
– ტახტი;
– სააფთიაქო კარადა;
– ამედიცინო სასწორი ;
– სიმაღლის საზომი;
– ხელის დინამომეტრი;
– თერმომეტრი;
– ტონომეტრი;
– ფონენდოსკოპი;
– გამადიდებელი ლუპა;
– რეზინის ლახტი;
– რეზინის სათბური;
– ბუშტი ყინულისათვის;
– სამედიცინო მაკრატელი;
– პინცეტი;
– ნიღაბი ,,პირით-პირში” სუნთქვისთვის;
– საკაცე;
– მაცივარი.
მედიკამენტები:
– არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი);
– ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი);
– ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ.,ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები);
– ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ.დიკლოფენაკი);
– ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით);
– ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები - ალბუტეროლი და სხვ.);
– სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ., ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი);
– რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები;
– პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი);
– დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი);
– ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი);
– კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში);
– მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები);
– ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;
– ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები);
– თვალის წვეთები - (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი)
– ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი
– ყურის წვეთები - (მაგ.,ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა)
ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებები:
– თვალის ამოსარეცხი ხსნარი;
– სამედიცინო სპირტი (96%-იანი);
– წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი);
– ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი);
– იოდი (5%-იანი სპირტხსნარი);
– ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად;
– სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები;
– ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვის;
– ჰიგროსკოპული ბამბა;
– ბინტები /სამედიცინო გადასახვევი მასალა;
– ერთჯერადი საინექციო შპრიცები;
– ერთჯერადი შპადელები;
– ერთჯერადი ხელთათმანები (არასტერილური).
იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი (ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი.
შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა არის სარეკომენდაციო და დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეივსოს ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
[sknews.ge]