FM97.5 / LIVE

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.07.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის სამინისტროს განცხადებით, ჩვეულებრივი გვრიტის სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე. 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

• ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.

• ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.

• 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა.

• ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული.

► გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

► მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

► ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალის, ნადირობის ვადების და დღიური ლიმიტების შესახებ იხილეთ აქ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნება
დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაიწყო
18 აგვისტოდან  გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი  იწყება
20 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება
მონადირეებს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა აღარ მოუწევთ
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი თებერვლის ბოლოს მთავრდება