FM97.5 / LIVE

როგორია covid 19-ის გავრცელება ასაკის, სქესისა და სიმპტომების მიხედვით საქართველოში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 16.06.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველოში PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტს შორის 390 კაცი და 410 ქალია. პაციენტების მაქსიმალური ასაკი 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვეა.

როგორია covid 19-ის გავრცელება ასაკის, სქესისა და სიმპტომების მიხედვით საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული 30-59 წლისაა, ყველაზე ნაკლები კი 0-4 წლის. კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

0-4 ასაკობრივი ჯგუფი - 19 ადამიანი
5-14 ასაკობრივი ჯგუფი - 61 ადამიანი
15-19 ასაკობრივი ჯგუფი - 38 ადამიანი
20-29 ასაკობრივი ჯგუფი - 106 ადამიანი
30-59 ასაკობრივი ჯგუფი - 412 ადამიანი
60-69 ასაკობრივი ჯგუფი - 89 ადამიანი
70-79 ასაკობრივი ჯგუფი - 53 ადამიანი
80+ ასაკობრივი ჯგუფი - 22 ადამიანი

COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების განაწილება სქესის მიხედვით კი ქალებში, კაცებთან შედარებით 2 %-ით მაღალია.
ქალები - 51 %, კაცები - 49%;

სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება:
ცხელება 57.3%
ზოგადი სისუსტე 34.5%
ხველა 24.6%
ყელის ტკივილი 17%
თავის ტკივილი 14.5%
გემოს და ყნოსვის ცვლილება დათვლილია 500 შემთხვევაზე 14.8%
800 შემთხვევიდან, PCR ტესტირების დროს, 88 შემთხვევა იყო ასიმპტომური.
შესაბამისად, უსიმპტომო შემთხვევების პროპორცია იყო 11% .

სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ, ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცენტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58.4%-ს.
მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია წარმოდგენილი, სახელწოდებით „საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა“.

როგორია covid 19-ის გავრცელება ასაკის, სქესისა და სიმპტომების მიხედვით საქართველოში

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა სიმპტომები აქვთ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს საქართველოში
კოვიდინფიცირებულები სქესის მიხედვით
რეკომენდაციები მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის - NCDC
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების  რაოდენობამ  18 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა
Covid-19 გავრცელება მსოფლიოში
რით განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?