FM97.5 / LIVE

ახალციხის კლინიკაში ერთ თვეში მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი 72 ადამიანი შეიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.05.2020
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიუსაფარი ცხოველების მიერ დაკბენილი ადამიანების მიმართიანობა გაიზარდა, მაისში ძაღლებმა 72 ადამიანი დაკბინეს, აქედან 18 პაციენტი ცოფის საწინააღმდეგო აცრებს ამ დრომდე იტარებს.

ახალციხის კლინიკაში ერთ თვეში მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი 72 ადამიანი შეიყვანეს

ძაღლის მიერ დაკბენილი ყველაზე მეტი პაციენტი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ, 26 მაისს შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, ცხრა ბავშვიდან შვიდი ერთი და იგივე ცხოველმა დაკბინა.

დაშავებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ძაღლი აგრესიული ლეკვების გაჩენის შემდეგ გახდა.

„გუშინ ვუყურებდი აივნიდან, ბავშვები თავისთვის თამაშობდნენ. არ ვიცი რაზე გაბრაზდა ეს ძაღლი, ალბათ ლეკვები რომ ჰყავს მაგიტომ. ისეთი ბავშვები დაკბინა, რომლებიც საერთოდ არ მიკარებიან“,- ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იგივე ძაღლმა 20 მაისს კიდევ ერთი ბავშვი დაკბინა.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ მიმდინარე თვეში ძაღლის ნაკბენით 72 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 18 ცოფის საწინააღმდეგო აცრებს ჯერ კიდევ იკეთებს.

„გუშინ ცხრა ბავშვი გვყავდა ნაკბენით. მათგან შვიდი ერთმა ძაღლმა დაკბინა. თუ ცხოველი ცოფიანი არაა პაციენტს სამი ნემსი უკეთდება, ხოლო თუ ცოფიანია ხუთი“, – განმარტა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო მენეჯერმა, ბესო ბურჯანიანმა.

მისი თქმით, პაციენტის აცრა მაშინაც სავალდებულოა, თუ ის „დაბირკულმა ცხოველმა დაკბინა. შეიძლება თვითონ ცოფიანი არ იყოს, მაგრამ ცოფის გამომწვევი რაღაცები ბრჭყალებსა და კბილებში ჰქონდეს“.

26 მაისს ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე ძაღლმა ცხრა ბავშვი დაკბინა, არასრულწლოვნებს დაზიანებები კიდურებსა და წელის არეში აქვთ.

ახალციხის მერიის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველი შესაბამისმა სამსახურმა, დაკვირვების მიზნით დახურულ სივრცეში გადაიყვანა.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძაღლმა 9 ბავშვი დაკბინა
ძაღლი რომელმაც ახალციხეში ბავშვები დაკბინა დაიჭირეს
ახალციხის კლინიკებს 13 დღეში ძაღლის ნაკბენით 26–მა ადამიანმა მიმართა
ახალციხეში ძაღლმა ქალი დაკბინა
ახალციხეში ძაღლმა ორი  ბავშვი დაკბინა
'50 %-ზე მეტი პირი პატრონიანი ცხოველის მიერ არის დაკბენილი' - ახალციხის მერია
ახალციხის საავადმყოფოებში პიროტექნიკით დაშავებული 9 პირი შეიყვანეს