FM97.5 / LIVE

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020 ®

მთავარისიახლე, რეკლამა 14.05.2020
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ, როგორც მისმა ასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020 - Incoterms 2020.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე - ინკოტერმს 2020 ®

ინკოტერმსი (International Commercial Terms) - საერთაშორისო კომერციული ტერმინები და წესებია, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესები განმარტავს მხარეთა ვალდებულებებს, ხარჯებისა და რისკების გადანაწილებას საქონლის ტრანსპორტირების დროს.

2020 წელს აღნიშნულ წესებში ცვლილება შევიდა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციის სახით - Incoterms 2020. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობის ნაწილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

ვებინარს ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან ინფრასტრუქტურული თუ კერძო პროექტების განხორციელებაში და ასევე, სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანიები.

„ვებინარის წარმდგენად თიბისის შერჩევა, ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ჩვენი გუნდის წარმატებამ განაპირობა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 51,2%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.“ - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობისა და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტის დირექტორი.

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის გაზიარებაც ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პრეცედენტი, როგორიც ასოციაციის ასოცირებულმა წევრმა - თიბისიმ, ამ ვებინარის ორგანიზებით განახორციელა.” - ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ვებინარს მოდერატორი - თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფის უფროსი - თამარ გუგუშვილი უძღვებოდა, რომელიც 2012 წლიდან აღნიშნული გუნდის წევრია.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისიმ 30 მილიონი დოლარის ფინანსირების შესაძლებლობა მოიპოვა ®

თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®
EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის  საუკეთესო ბანკად აღიარა ®
Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა ®
EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა [R]
Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში ®
თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა ®