FM97.5 / LIVE

ახალქალაქში 4 სახლი გაქურდეს

მთავარისიახლე 21.04.2020
ახალქალაქის ორ სოფელში, ხულგუმოსა და კულიკამში, 17-დან 20 აპრილის ჩათვლით, ოთხი ქურდობის და ერთი ქურდობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა.

ახალქალაქში 4 სახლი გაქურდეს

სოფელ კულიკამსა და ხულგუმოში მომხდარი ქურდობების ამბავს jnews.ge ავრცელებს.

სოფელ კულიკამში მერის წარმომადგენლის სერგეი შირინიანის თქმით, 17-დან 20 აპრილის ჩათვლით, მათ სოფელში სამი სახლი გაქურდეს, ხოლო ერთი ქურდობის მცდელობა იყო.

მისი თქმით, ყველა შემთხვევა ე.წ კომენდანტის საათის დროს მოხდა. სახლები ცარიელი იყო, რადგან მეპატრონეები რუსეთში იმყოფებიან.

მეზობლების განცხადებით, 17 აპრილს ქურდებმა სახლიდან ფული და იარაღი წაიღეს.

18 აპრილს ორი სახლში გაქურდეს. როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, წაღებულია სამზარეულოს ჭურჭელი: ქვაბები და თეფშები.

რაც შეეხება მეოთხე სახლის გაქურდვის მცდელობას, შირინიანის, თქმით მეზობელმა შეამჩნია რომ სახლში შეღწევას უცხო პირები ცდილობდნენ, რომლებიც მალევე გაიქცნენ და გაქურდვა ვეღარ მოასწრეს.

კიდევ ერთი სახლი სოფელ ხულგუმოში გაქურდეს. შემთხვევის შესახებ 20 აპრილს გაიგეს. როგორც სოფელში მერის წარმომადგენლი მოვსეს გიგოლიანი ამბობს, ეს სახლი მის ახლობელს ეკუთვნის, რომელიც უკვე 10-15 წელია რუსეთში ცხოვრობს.

„ჩემი დეიდა ცხოვრობდა. არავინ იცის ზუსტად როდის გაქურდეს. სახლში ისედაც არაფერი იყო. ახლობელი რომ მივიდა სახლის შესამოწმებლად კარი ღია დახვდა და შიგნით რაც იყო თასები თუ პლასტმასის ჭურჭელი დარჩენილი ეგენი იყო წაღებული“, - ამბობს გიგოლიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ 17 აპრილს გაქურდულ სახლზე გამოძიება სსკ–ის 237 მუხლითაა დაწყებული გამოძიება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. სსკ–ის 177–ე მუხლითაა დაწყებული გამოძიება 19 და 20 აპრილის შემთხვევებზე.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს შსს–ში აცხადებენ, რომ მათთვის არავის მიუმართავთ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში ექიმის სახლი გაქურდეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს