FM97.5 / LIVE

#თიბისიშენთვის - ინიციატივები ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ®

მთავარისიახლე, რეკლამა 01.04.2020
#თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს.

 #თიბისიშენთვის -  ინიციატივები ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ®

პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ“; ჰოსტელი - „შავი პომიდორი“; ღვინის კომპანია - „ჟუჟუნა“; ბარი - „მეობა“; კაფე - „თონე“; „ჩიკატაი“; სამაგიდო თამაშების კლუბი - „წიბახა“ და სხვა.

#თიბისიშენთვის პროგრამა ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს:

· მხარდაჭერას ბიზნესების გაციფრულებისთვის;

· ონლაინ ბიზნესგანათლებას;

· შეღავათებს საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე;

· შეღავათებს ციფრულ პროდუქტებზე.

ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერა მოიცავს:

·კომპანიის ვებ-გვერდის შექმნა 3 დღეში. სერვისი მოიცავს როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას. VISA-ს მხარდაჭერით, პირველი 100 კომპანია, რომელიც პროექტში ჩაერთვება, ვებ-გვერდის მომსახურებას წლის ბოლომდე უფასოდ მიიღებს;

· ქართული ნაწარმის vendoo.ge-ზე განთავსება, მინიმალური საკომისიო გადასახადით;

· პროდუქციის განთავსება ყველაზე დიდ ონლაინ სტარტაპ-მარკეტზე - mystartup.ge, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ვებ-გვერდზე ბიზნესების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ონლაინ ბიზნესგანათლების ფარგლებში თიბისის ტრენინგებში მონაწილეობა მომხმარებლებს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.



#თიბისიშენთვის პროგრამის კიდევ ერთი ინიციატივა ბიზნესებისთვის ციფრულ პროდუქტებზე შეღავათების შეთავაზებაა, კერძოდ:

· ბიზნეს ინტერეტბანკში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია და კვარტალური მომსახურების მიღება უფასოდ;

· ბიზნეს ინტერენტბანკში მიმდინარე ანგარიშის გახსნა უფასოდ;

· დიჯიპას აპლიკაციის გააქტიურება უფასოდ;

ბიზნესებისთვის შეღავათები დაწესდა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზეც.

· სამთვიან საშეღავათო პერიოდი სესხების შენატანზე;

· ბიზნესბარათის უფასოდ აღება სატელეფონო ცენტრით შეკვეთისას;

· საკომისიო გადასახადი გაუქმდა ინტერნეტ და მობაილბანკში კომუნალურ გადახდებზე ;

· პოს-ტერმინალზე გაუქმდა შევსებადი საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე;

· შეიქმნა სპეციალური სადისტრიბუციო ბარათი სადისტრიბუციო კომპანიებისთვის.

#თიბისიშენთვის მომხმარებლებს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

#თიბისიშენთვის -  დაეხმარე შენთვის საყვარელ ქართულ ბიზნესს ®
#თიბისიშენთვის ფარგლებში,  სადისტრიბუციო კომპანიებისთვის  სპეციალური ბარათი შეიქმნა ®

შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის ®

თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის ®

Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია ®
პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში ხანდაზმული მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ ®
საკურიერო მომსახურების კომპანიის და 'სტარტაპერის'  ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს ®